როგორ ატერორებდა "ტყის ღმერთი" ხობის რაიონს

როგორ ატერორებდა "ტყის ღმერთი" ხობის რაიონს

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მა­რი სა­ხო­კია ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭა­ლა­დიდ­ში რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მომ­ხდარ იმ უც­ნა­უ­რი ამ­ბებს აღ­წერს, სო­ფელს ტყის ღმერ­თმა ტყაშ­მა­ფამ რომ და­ა­ტე­ხა თავს.

- ტყაშ­მა­ფამ თა­ვი­დან ჯა­ლა­ღა­ნი­ე­ბის ოჯა­ხი ამო­ი­ჩე­მა, მე­რე გერ­სა­მი­ე­ბის ოჯახ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, ბო­ლოს კი მთელ ჭა­ლა­დიდს და­უ­კარ­გა მოს­ვე­ნე­ბა. ერ­თხე­ლაც ჩვენს სახლს მო­ად­გა. ჭიშ­კარ­მა რომ გა­იჭ­რი­ა­ლა, ვი­ფიქ­რეთ, რომ ეზო­ში ვი­ღაც შე­მო­ვი­და, მაგ­რამ გა­ვი­ხე­დეთ და იქ არა­ვინ იყო. სწო­რედ ამ დროს ჩვე­ნი სახ­ლის ფან­ჯა­რას უშ­ვე­ლე­ბე­ლი ლო­დი მოხ­ვდა და ერ­თი­ა­ნად ჩა­ამ­სხვრი­ა. ისე ვი­ყა­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი, ეზოს გა­რეთ გას­ვლას ვე­ღარ ვბე­დავ­დით. საქ­მე­ში პო­ლი­ცი­აც ჩა­ერ­თო, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი და­ად­გი­ნეს. თბი­ლი­სი­და­ნაც ჩა­მო­ვიდ­ნენ მოჩ­ვე­ნე­ბის ვი­დე­ო­ზე გა­და­სა­ღე­ბად, მაგ­რამ ამო­უც­ნობ­მა ძა­ლამ კა­მე­რა და­უმ­ტვრი­ათ. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ მოჩ­ვე­ნე­ბას ძი­რი­თა­დად ადა­მი­ა­ნებ­ზე მიჰ­ქონ­და იე­რი­ში. ამ სა­ში­ნე­ლე­ბამ ლა­მის ერთ თვეს გას­ტა­ნა. არ ვი­ცო­დით რა გვე­ღო­ნა, ან სა­ი­დან გვე­მუქ­რე­ბო­და საფ­რთხე. სო­ფელ­ში მთე­ლი ღა­მე პო­ლი­ცია პატ­რუ­ლი­რებ­და. მოჩ­ვე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის­თვის აქ­ტი­ურ­დე­ბო­და. ტყი­დან ქვე­ბის წვი­მა მო­დი­ო­და. ვე­ნა­ხე­ბი ერ­თი­ა­ნად გა­ნად­გურ­და. შე­ში­ნე­ბულ­მა ხალ­ხმა ბავ­შვე­ბი სოფ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნა.

-რას უკავ­ში­რებთ ამ მოვ­ლე­ნებს?

-რო­ცა უხი­ლავ ძა­ლას­თან ვე­რა­ფერს გავ­ხდით, მთე­ლი სო­ფე­ლი შე­ვიკ­რი­ბეთ, ვიმ­სჯე­ლეთ და და­ვას­კვე­ნით, რომ თავს ტყის ღმერ­თი ტყაშ­მა­ფა გვეს­ხმო­და. ამ ამ­ბე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ად­რე ტყის­მჭრელ თე­მურ ჯა­ლა­ღა­ნი­ას ტყე­ში ერ­თი ვე­ე­ბერ­თე­ლა ხე მო­უჭ­რი­ა, რომ­ლის ძირ­ში ყო­ფი­ლა ბუ­ნა­გი, რო­გორც მივ­ხვდით, ტყაშ­მა­ფა სწო­რედ იქ ბი­ნად­რობ­და... ხის მჭრელ­მა შე­შა სახ­ლში რომ მი­ი­ტა­ნა, ამის შემ­დეგ და­იწყო მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა. ოჯა­ხის უფ­როსს იმ სა­ღა­მოს ლეღ­ვის ნა­ყო­ფი და­უ­ში­ნა ვი­ღა­ცამ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბო­როტ ხუმ­რო­ბას მი­ა­წე­რეს. მე­ო­რე დღეს კი სახლს უშ­ვე­ლე­ბე­ლი რი­ყის ქვე­ბი მოხ­ვდა. ადა­მი­ანს ამ­ხე­ლა ქვის სრო­ლა სად შე­უძ­ლი­ა?! მოკ­ლედ, უეჭ­ვე­ლი­ა, ხის ფუ­ღუ­რო­ში ტყაშ­მა­ფას ბუ­ნა­გი იყო, იმ ხის მოჭ­რამ გა­აბ­რა­ზა და ამი­ტო­მაც გა­მოჰ­ყვა ტყის­მჭრელს. არ­სე­ბობს ხალ­ხი, ვინც ტყე­ში შე­ნიშ­ნა თეთ­რებ­ში ჩაც­მუ­ლი გი­გან­ტუ­რი არ­სე­ბა, რო­მე­ლიც მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე გაქ­რა -ეს იყო ტყაშ­მა­ფა.

-რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ტყაშ­მა­ფა?

-რო­გორც თვით­მხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს გი­გან­ტუ­რი არ­სე­ბა თეთ­რე­ბით იყო შე­მო­სი­ლი და ერ­თი­ა­ნად ანა­თებ­და. მეგ­რუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, ოქ­როს­ფერ­თმი­ა­ნი ტყის მე­ფე-ქა­ლი­ ტყაშ­მა­ფა მო­ნა­დი­რეს­თან სა­ი­დუმ­ლო სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­შირს ამ­ყა­რებს, მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მო­ნა­დი­რის იღ­ბა­ლი. სა­ი­დუმ­ლოს გა­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში იგი მის რჩე­ულს სიკ­ვდილს მო­უვ­ლენს. ზოგ­ჯერ ქვად აქ­ცევს მო­ნა­დი­რეს, ხო­ლო მის ოჯახს გა­ა­ღა­ტა­კებს. ტყაშ­მა­ფას შიშ­ველ ტანს უფა­რავს თეთ­რი სა­მო­სი, რო­მე­ლიც კო­ჭე­ბამ­დე სწვდე­ბა, ზოგჯერ უჩი­ნა­რი­ა. ის ხში­რად ხვდე­ბა ტყე­ში მო­ნა­დი­რე­ებს, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნ­და გა­მო­ე­ლა­პა­რა­კო, ხე­ლე­ბით უნ­და აუხ­სნა, რა გინ­და, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა გან­რის­ხდეს და ჭკუ­ი­დან შეგ­შა­ლოს. ის ხე­ებ­ზე ცხოვ­რობს.

-რო­გორ გან­დევ­ნეთ სოფ­ლი­დან ტყაშ­მა­ფა?

-შე­ვიკ­რი­ბეთ და მო­ვი­ლა­პარ­კეთ, რომ ბო­დი­ში მოგ­ვე­ხა­და მი­სი ბუ­ნა­გის დან­გრე­ვის­თვის. ტკბი­ლე­უ­ლი მი­ვი­ტა­ნეთ იმ ხეს­თან და ტყაშ­მა­ფას თავ­დას­ხმე­ბიც შეწყ­და.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს