ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, გაიზარდოს

ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, გაიზარდოს

ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, გაიზარდოს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტისათვის აქტიური მუშაობა დაიწყო - თაფლის მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირება ჩატარდა, შემოწმდა პირველადი წარმოება, თაფლის მწარმოებლებს გააცნეს ევროკავშირის ბაზრის ერთიანი სტანდარტები.

ქართული თაფლის ევროპაში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აიღეს თაფლის ნიმუშები. ქვეყანაში შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის არარსებობის გამო, აღებული ნიმუშები გაიგზავნა ლატვიაში, ქალაქ რიგის ლაბორატორია "ბიორში", სადაც გამოიკვლევენ თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) შემცველობას. სულ გაგზავნილია 41 ნიმუში. შედეგები წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

2014 წლის შემოდგომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან, 2015 წლიდან კი ძალაში შევა რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მზადდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ