ქუთაისში სასაფლაოები ცოცხალ ადამიანებზე ორმაგი ფასით იყიდება

ქუთაისში სასაფლაოები ცოცხალ ადამიანებზე ორმაგი ფასით იყიდება

ქუთაისში 12 სასაფლაოა და ყველა შპს "ქართული ტრადიციების" დაქვემდებარებაში. სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის ფასი დამოკიდებულია მის ადგილმდებარობაზე და 1 კვ. მ-ზე საშუალოდ, 10-დან 120 ლარამდე მერყეობს. ამის გარდა, მიცვალებულის დაკრძალვის ნებართვასა და მესაფლავის მომსახურებისთვის ჭირისუფლმა კიდევ 150 ლარი უნდა გადაიხადოს. ცალკე თანხაა განსაზღვრული სასაფლაოს მოწესრიგების ნებართვისთვის, რომლის ღირებულება 50 ლარს შეადგენს. აღნიშნული ნებრათვა სამ თვის ვადით გაიცემა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ჭირისუფალმა დადგენილ ვადაში სასაფლაოს მოწესრიგება ვერ მოახერხა, მას ახალი ნებართვის აღება მოუწევს. ქუთაისში არსებული სასაფლაოების მოწესრიგების, მისი მოვლა-პატრონობისა და ტარიფის განსაზღვრა საკრებულოს დადგენილებით ხდება.

სასაფლაოები ცოცხალ ადამიანებზეც იყიდება, თუმცა ორმაგი ღირებულებით. მოსახლეობა არსებული ტარიფებით უკმაყოფილების გარდა, შპს "ქართულ ტრადიციებს" სასაფლაოებზე ფართის შერჩევით გაცემაშიც ადანაშაულებენ. "რამდენი ხანია ვიბრძვი იმისათვის, რომ მომცენ ნებართვა მიცვალებულების მწვანეყვავილას სასაფლაოზე გადასვენების. ამ დრომდე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. მეუბნებიან, რომ ეს სასაფლაო არის პანთეონი, მაგრამ სხვისთვის თუ არ არის პანთეონი, ჩემთვისაა?! ისიც ვიცი, რომ წინასწარ არის გაცემული მიწები", - ამბობს ქუთაისელი ლიანა გოცირიძე.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა