როგორ გამოიყურება ჩერნობილი კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ

როგორ გამოიყურება ჩერნობილი კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ

ჩერნობილის კატასტროფიდან 27 წლის შემდეგაც კი ეს ტერიტორია ჯანმრთელობისთვის საშიშია და ქალაქში მაღალი რადიაციაა.

მუშები უზარმაზარ ფოლადის კონსტრუქციას აგებენ, რათა რეაქტორი "დამარხონ". კონსტრუქცია ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური საინჟინრო პროექტია - მისი სიმაღლე 109 მეტრია, სიგანე 256 მეტრს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება 1.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. მშენებლობაში 24 ქვეყნის სპეციალისტია ჩართული.

შეგახსენებთ, 1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის №4 რეაქტორზე აფეთქება მოხდა. ხანძრის ჩაქრობას 10 დღის განმავლობაში სადგურის რამდენიმე ასეული თანამშრომელი ცდილობდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. მსოფლიო რადიაციის ღრუბელში გაეხვია - ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფა იყო. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ს ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან 200 000 ადამიანი გამოიყვანეს.

დღესაც კი ტერიტორიაზე მაღალი რადიაციაა. თუმცა, საშიშ ზონაში ტურისტების ნაკადი არ წყდება. ტურისტებისთვის და მუშებისთვის ქალაქში შესვლა სპეციალური საშვითაა შესაძლებელი - უსაფრთხოებისთვის ქალაქში მხოლოდ რამდენიმე საათია დაშვებული გაჩერება.

მეცნიერების თქმით, ტერიტორია საცხოვრებლად ვარგისი მომავალი 20 000 წლის მანძილზე არ იქნება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს