რისი შეცვლა სურს შოთა მურღულიას ქუთაისის მერიაში?

რისი შეცვლა სურს შოთა მურღულიას ქუთაისის მერიაში?

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლი შოთა მურღულია ამ ეტაპზე ქალაქის მერიაში არსებული ვითარების შესწავლით არის დაკავებული. ახლადდანიშნული მერი Topnews.com.ge-სთან საუბრისას იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც ადგილობრივ თვითმმართველობაში შეცვლიდა.

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მერიაში დასაქმებულთა დაყოფა ჩემებად, სხვებად და სხვებისიანებად და მათ შორის ქიშპობა. გუნდი უნდა შეიკრას. აუცილებელია გადაწყვეტილებათა საჯაროობა. საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება და მათი ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დასახვეწია მენეჯმენტის სისტემა, შესაძლებელია დოკუმენტბრუნვის 90%-ის ელექტრონულ სისტემაზე გადაყვანა. კარგი მენეჯმენტი თანხავს ზოგავს და შედეგს აუმჯობესებს" - ამბობს შოთა მურღულია.

ქუთაისის მერი აცხადებს, რომ ცვლილებების მოხდენა მხოლოდ ერთ მენეჯერს არ შეუძლია და პასუხისმგებლობა მასთან ერთად ყველამ უნდა გადაინაწილოს.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა