26 ევროპული კერძი, რომლისთვისაც მოგზაურობა ღირს

26 ევროპული კერძი, რომლისთვისაც მოგზაურობა ღირს

ამ კერძების გასინჯვა, რა თქმა უნდა, აქაც შეგვიძლია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ისინი ყველაზე გემრიელი სწორედ რომ თავიანთ სამშობლოში დაგემოვნებისას არის.

მოგზაურობიდან დაბრუნებულს, შეიძლება კარგად არც გვახსოვდეს კოლიზეუმის ისტორია, ლონდონის თაუერის მნიშვნელობა, ვერსალის სასახლის საინტერესო ამბები, მაგრამ თითქმის ყოველთვის გვამახსოვრდება კერძები, რომელიც იქ ყოფნისას გავსინჯეთ.

რასაკვირველია, გასტრონომიული მოგონებები შთამბეჭდავიც შეიძლება იყოს და მწირიც. მაგრამ ყოველთვის დასამახსოვრებელი. უცხო ქვეყანაში ყოფნისას, სწორედ სამზარეულოს წყალობით ვახერხებთ ბოლომდე გავიცნოთ მათი კულტურა, არა მხოლოდ დავინახოთ, არამედ ვიგრძნოთ, დავყნოსოთ, შევეხოთ და დავაგემოვნოთ კიდეც.

მაშ, გადავხედოთ იმ გემრიელი კერძების სიას, რომელთა გამოც, ჭეშმარიტი გურმანების აზრით, ჩემოდნის ჩალაგება და მოგზაურობა ღირს!

1. საქართველო - ხაჭაპური. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ ცომი და ყველია, ზოგჯერ კვერცხის და კარაქის დამატებით, მაგრამ ეს გენიალურად მარტივი კერძი ყოველთვის ახდენს შთაბეჭდილებას უცხოელ სტუმრებზე.

2. მეორე კერძი, რომელიც საქართველოდან ამ სიაში მოხვდა, ხინკალია. არც იყო გასაკვირი.

3. ავსტრია - შნიცელი. ეს ევროპაში პოპულარული კერძია, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ ავსტრიაში, ვენაში შეხვდებით. შნიცელი დაბეგვილი ხორცია, რომელსაც კვერცხში და პურის ნაფხვენში ავლებენ, შემდეგ კი წვავენ. ერთ-ერთი არა-ტურისტული ადგილი, სადაც გემრიელ შნიცელს მოგართმევენ, გახლავთ Kolonitz-Beisl.

4. ავსტრიაშივე შეგიძლიათ დააგემოვნოთ გემრიელი Tafelspitz -თხლად დაჭრილი მოხარშული საქონლის ხორცი ბოსტნეულის, ვაშლისა და პირშუშხას გარნირით. ეს იმპერატორ ფრანც იოსებ I-ის საყვარელი კერძი ყოფილა.

5. ბელორუსიაში და უკრაინაში დრანიკები უნდა გასინჯოთ. კლასიკურ ვერსიას არაჟანთან ერთად მოგართმევენ, ტკბილს კი ვაშლის სოუსით.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს