ხადური: 2014 წელს სახელმწიფო 600 მილიონ შიდა ვალს აიღებს

ხადური: 2014 წელს სახელმწიფო 600 მილიონ შიდა ვალს აიღებს

2014 წელს, საქართველოს სახელმწიფო 600 მილიონ ლარ შიდა ვალს აიღებს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაპირველად გათვალისწინებული იყო შიდა ბაზარზე 400 მილიონი ლარის აღება, თუმცა 2014 წლის ბიუჯეტი 600 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას ითვალისწინებს.

როგორც ფინანსთა მინისტრი განმარტავს, აღნიშნული თანხიდან 400 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებებს მოხმარდება, ხოლო 200 მილიონი ლარი განთავსდება კომერციული ბანკების დეპოზიტებზე, რათა კომერციულმა ბანკებმა გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტების გაცემა შეძლონ.

ნოდარ ხადური განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროს, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს საკმაოდ საინტერესო გათვლები აქვთ და 200 მილიონი ლარით საკრედიტო რესურსის გაზრდა, ქართულ ეკონომიკას ნამდვილად წაადგება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ