არგენტინაში ორსული მამაკაცი და მისი მეგობარი-ტრანსსექსუალი დაქორწინდნენ

არგენტინაში ორსული მამაკაცი და მისი მეგობარი-ტრანსსექსუალი დაქორწინდნენ

ლათინურ ამერიკაში უჩვეულო ქორწილი გაიმართა: დაქორწინდნენ ორსული ნეფე და მისი ტრანსსექსუალი პატარძალი.

ახალდაქორწინებულები 28 წლის კარენ ბრუსელარიო და 26 წლის ალექსის ტაბორდა არიან. მათ ერთმანეთი ბუენოს-აურესში გაიცნეს. ორივე ტრანსექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებებისთვის იბრძვიან.

"ეს ძალიან ემოციური, უნიკალური დღე იყო, რადგან ჩვენი ოცნება, როგორც იქნა, ახდა. ოფიციალურად დაქორწინება შევძელით",- ამბობს ორსული მამაკაცი.

ქორწინება უნიკალურია, რადგან ახალდაქორწინებული ცოლი-ქმარი საკუთარ თავს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლად აღიქვამს, მაგრამ სქესის შეცვლის ოპერაცია არ გაუკეთებიათ. შედეგად, ”საქმრომ” რეპროდუქციის ბიოლოგიური უნარი შეინარჩუნა: ქორწინების დროს ალექსის ტაბორდა 36 კვირის ორსული იყო.

ორსული მამაკაცი დედობის ინსტინქტს ჯერჯერობით არ განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი 22 დეკემბერს უნდა გაჩნდეს. ცნობილია, რომ უჩვეულო წყვილს გოგონა ეყოლებათ, რომელსაც ჯენეზის ანჯელინას დაარქმევენ.

მეუღლეები შეუღლებას კათოლიკურ ეკლესიაშიც აპირებენ, ამისთვის მათ რომის პაპ ფრანცისკს წერილი გაუგზავნეს. ახალშეუღლებულებმა პაპს დაქორწინების უფლება სთხოვეს, მაგრამ ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს