კახეთში ქარის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამოც კახეთის 30 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის, ელექტროენერგია თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებშია გათიშული.
როგორც "კახეთის ენერგოდისტრიბუციაში" აცხადებენ, ამინდის გაუმჯობესებისთანავე ქსელის ექსპლუტაციის სამსახური აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ იმ სოფლებში, სადაც ინდივიდუალური გამრიცხველიანება ამ დრომდე არ არის, ელექტროგადამცემი ხაზები სუსტი ქარის შემთხვევაშიც კი ზიანდება და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება უწყდება.