კასპში ავტომანქანა ძროხას დაეჯახა

კასპში ავტომანქანა ძროხას დაეჯახა

კასპის რაიონის სოფელ მეტეხთან 77 წლის ლევან ქარქუსაშვილი "06" მარკის ავტომანქანით, გზის სავალ ნაწილზე მოძრავ პირუტყვს დაეჯახა. ძროხა ადგილზე მოკვდა. ავტომანქანა კი პირუტყვთან შეჯახების შემდეგ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. გამოძიების პირველადი ვერსიით, ავტომანქანის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო და საჭე ვერ დაიმორჩილა.

მძღოლმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ის კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა