კინომცოდნე და რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია პუტინის რუსეთში საქართველოს ადგილს ვერ ხედავს.
"პუტინის რუსეთი არაა პუშკინის, ტოლსტოის, ჩაიკოვსკის, ტიუტჩევის, პროკოფოევის და კიდევ მრავალი ჩემი კარგი მეგობრის რუსეთი...
ორიც არის რუსეთი და ორიათასიც. მაგრამ პუტინის რუსეთში საქართველოს ადგილი არ უნდა იყოს!
ყველა მწერალს, გოეთედან დაწყებული, ქექვა რომ დაუწყოთ, აუცილებლად ამოუქექავთ რამეს.. ამიტომ ჩემი რჩევაა არ განვაზოგადოთ ხოლმე ასეთი რამეები... დოსტოევსკის რაც არ უნდა ეთქვა და დაეწერა, ვერაფერი გადაწონის "ძმებ კარამაზოვებს" მაგალითად... თუმცა რაც ეპატიება წარსულს, არ ეპატიება თანამედროვეობას. განვითარდა სამყარო და მაგალითად, ჰომოფობური ნათქვამი მეოცე საუკუნის დასაწყისში თავისუფლად შეიძლება "გაატაროს" კაცმა, მაგრამ ჰომოფობური გამოხტომა 21-ე საუკუნის დასაწყისში, როცა ამდენი რამე გაირკვა, უკვე რბილად რომ ვთქვათ, გოიმობაა:)", - წერს გვახარია "ფეისბუქზე".