საქართველოში შიდსის დაავადებულთა რიცხვით იმერეთი მესამე ადგილზეა

საქართველოში შიდსის დაავადებულთა რიცხვით იმერეთი მესამე ადგილზეა

2013 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში შიდსის დაავადებულთა რაოდენობის მხრივ იმერეთის რეგიონი, სამეგრელოსა და აჭარის შემდეგ, მესამე ადგილზეა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში იმერეთის რეგიონიდან 544 პაციენტია დარეგისტრირებული, აქედან - 283 შემთხვევა ქუთაისში ფიქსირდება.

ქუთაისში საკონსულტაციო ცენტრის "ახალი გზის" ხელმძღვანელის, დალი უშარიძის განმარტებით, მიმდინარე წელს ქუთაისში შიდსით დაავადებულ ქალთა რაოდენობამ იმატა და ბოლო ორ კვირაში 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, გეგუთისა და ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შიდსით დაავადებული 18 პაციენტი იხდის სასჯელს, რომლებიც მკურნალობის უფასო კურსს გადიან.

საქართველოში შიდსით დაავადებული პაციენტების მკურნალობას საერთაშორისო გლობალური ფონდი აფინანსებს.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა