მამაკაცის კონტრაცეფციის უსაფრთხო საშუალება საზოგადოების განსასჯელად გამოიტანეს

მამაკაცის კონტრაცეფციის უსაფრთხო საშუალება საზოგადოების განსასჯელად გამოიტანეს

შესაძლებელია მამაკაცის კონტრაცეპტივის კომერციული ვერსიის შექმნა, რომელიც ლიბიდოსა და პოტენციაზე გავლენას არ მოხდენს, ამბობენ სპეციალისტები. საუბარი ეხება აბებს, რომელიც სპერმატოზოიდებს გამოსვლის საშუალებას არ დროებით აძლევს. ეფექტი ვაზექტომიისას ჰგავს.

აღნიშნული საშუალება დოქტორმა საბატინო ვენტურამ შექმნა. კონტრაცეპტივის გამოყენებისას ჰორმონალური დონე არ იცვლება, სპერმატოზოიდები არ კვდება და არ ზიანდება, ამიტომ სახიფათო გვერდითი ეფექტის რისკი მცირდება. კერძოდ, მამაკაცი სექსუალური მიზიდულობის შემცირებას არ განიცდის და მას ჯანმრთელი შვილების ყოლა შეუძლია. მაგრამ არის საფრთხე: ძნელია აბების მიღების გაკონტროლება.

საშუალების ეფექტურობა მღრღნელების მაგალითზე უკვე დადასტურდა. მათ სპერმის ხარისხი არ შეცვლიათ. თუ აბები გაყიდვაში ჩაეშვება, მამაკაცებს პრეზერვატივისა და ვაზექტომიის ალტერნატივა გაუჩნდებათ.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს