ზუგდიდსა და წალენჯიხაში ელექტროენერგია 1000-მდე აბონენტს ამ დრომდე არ მიეწოდება. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა ელექტროენერგიის სრულად აღდგენა ვერ მოხერხდა.
ელექტრომომარაგება ორივე ქალაქში დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება.