ჭიაურის სკოლაში სასწავლო პროცესი შენობის ევაკუაციის გეგმით მიმდინარეობს

ჭიაურის სკოლაში სასწავლო პროცესი შენობის ევაკუაციის გეგმით მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის სკოლის შენობა 2012 წლის 14 ოქტომბრის მიწისძვრის შემდეგ ამორტიზებულია. სკოლაში დაბზარულია კედლები და დაწეულია იატაკი. თუმცა სკოლაში სასწავლო პროცესი საფრთხეების პარალელურად, მაინც მიმდინარებს. სკოლის 200 მოსწავლეს განათლების მიღება შიშის ფონზე უწევს.

"მოსწავლეები მობილიზებული არიან. გარკვეულწილად, ევაკუაციის გეგმასაც იცნობენ, რომელი კლასი, რომელი კიბით უნდა ჩავიდეს. სკოლის ორივე კარები ღია გვაქვს", - ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი.

პედაგოგები ინფორმაციით, პროექტის შემქმნელები, განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები მათ სკოლის რეაბილიტაციის ზაფხულში დაწყებას დაპირდნენ. ამის მიუხედავად, ჭიაურის საჯარო სკოლას ამ დრომდე არც პასუხი მიუღია და არც სამუშაოები დაწყებულა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სკოლას ნგრევის საფრთხე არ ემუქრება, რასაც სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ადასტურებს. სამინისტროსვე ინფორმაციით, სკოლის აღდგენითი სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება.

წყარო: "რადიო ჰერეთი"

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა