მანანა მანჯგალაძე - "აბდლები ვართ?"

მანანა მანჯგალაძე - "აბდლები ვართ?"

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე თბილისის იუსტიციის სახლის ქარის შედეგად დაზიანების ფაქტზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ირონიულ კომენტარებს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"94 წელში ბულგარეთში ვიყავი დასასვენებლად... ძველი საბჭოური სასტუმროები გაჭირვებით მუშაობდნენ, მაგრამ არაფერი იყო დანგრეული... განადურებული და გაძარცულიიი... იქაური სასატუმროს მეპატრონოები ცდილობდნენ ყველაფრის შენარჩუნებას... საქართველოში სასტუმრო-სანატორიუმები აგურ-აგურ დავშალეთ და სახლებში წავიღეთ... თან ვიძახდით ტნწუ ნწუუ ნწუუ.... ვითომ სხვას ვპარავდით და მტრისას ვანგრევდით.... ახლა იუსტიციის სახლს სახურავი რომ აძვრა, ისეთი ბედნიერი სტატუსები დამხვდა - არიაქაა, ქარს მიყვება... არიქაა, ინგრევაა... დედა, ფიცარი აძვრაა... ქარს წაუღიაოო... აბდლები ვართ ხოოო?

არ ვწერ ხელისუფლების მისამართით, არც ნიშნის მოგებით... მოქალაქეებზე ვლაპარაკობ... მოქალაქეებზე...

მე არ ვიცი გიპსოკარდონია თუ არაა... თუმცა როცა ძვირდაღირებულს და გამძლეს - ანუ გარკვეული პერიოდით გარანტირებულს აკეთებენ, იმაზე ვიძახით, ჩემი ფული მაგაში როგორ დაიხარჯა და რად გვინდოდა ძვირადღირებული... იაფიანი და რატომ გააკეთესოო იაფიანითოოო... მოდი, ვთქვთ, ზღვარი არ გვქონია, არ გვაქვს და ჩემდა სამწუხაროდ, არც გვექნებაა...

გუშინ ისეთი ქარი იყო ჩემს ეზო-კარმიდამოშიც კი ყველაფერი არეული დამხვდა... რა სად იყო ვეღარ ვიპოვეეე... არადა 8 წელზე მეტია აქ ვარ.... არ ვწერ დღეს და გუშინ აშენებულზეეე.... მე არც ის მესმის, ქვა ქვაზე არ დარჩესო და არც ის, აი, ბატონო მაგისი აშენებულიოო.... სტატუსებს გადავხედე და ყიჟინა ქონდათ... ის ბულგარელებიც ხომ სოც ბანაკი იყოო და ეს გვერდზე ჩვენი მეზობელი სომხეთიც, ყველაფერი რომ შეინახეს... ასე აგურ-აგურ ვინმემ რამე დაიტაცა და დაანგრიააა.. როგორც ჩვენ ვქენით?...", - წერს მანჯგალაძე.

გუშინ დაახლოებით დღის 3 საათზე თბილისში, სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. მალევე მოხდა შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია, თუმცა იუსტიციის სახლის სახურავის ნაწილის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს