დედოფლისწყაროში ნაძვის ხის და 12 ნათურის შესაძენად 31 000 ლარი დაიხარჯება

დედოფლისწყაროში ნაძვის ხის და 12 ნათურის შესაძენად 31 000 ლარი დაიხარჯება

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრმა ნაძვის ხის და 12 ნათურის შესყიდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საახალწლო მოსართავების შესყიდვისთვის 31 000 ლარია გამოყოფილი.

სატენდერო პირობების მიხედვით, 1 ნაძვის ხის და საახალწლო მოსართავი განათების შესყიდვისთვის წინანადებების მიღება 4 დეკემბერს დაიწყება და 6 დეკემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა, კულტურისა და სპორტის ცენტრს შესყიდული საქონელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარულ დღეში უნდა მიაწოდოს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა