ბილ კლინტონი: "არ ვუარყოფ, რომ მარიხუანას მომხმარებელი ვიყავი"

ბილ კლინტონი: "არ ვუარყოფ, რომ მარიხუანას მომხმარებელი ვიყავი"

ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა ჟურნალისტებთან გულახდილად განაცხადა, რომ მარიხუანა გაუსინჯავს და ამ ამბის უარყოფა, ან დამალვა არასდროს უცდია.

"როდესაც ინგლისს ვსტუმრობდი, მარიხუანა მაშინ გავსინჯე, მაგრამ არ შემისუნთქავს, არ მომეწონა; მას შემდეგ აღარ გავკარებივარ", - განაცხადა მან.

რაც შეეხება მარიხუანას ლეგალიზაციას, კლინტონი ფიქრობს, რომ "ნარკოტიკის საკითხი ყველა ქვეყანაში მხოლოდ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. რასაც ისინი ფიქრობენ, ეს იქნება სწორი. ამერიკაში თითოეულ შტატში ხდება ამ თემის გადახედვა, ლათინურ ამერიკაში კი ამ საკითხს უფრო თავისუფლად უყურებენ".

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს