ქორწინება გარიგებით საქართველოში

ქორწინება გარიგებით საქართველოში

ოჯა­ხის შექ­მ­ნა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა. ზო­გი ოჯახს ნა­ად­რე­ვად, და­უ­ფიქ­რებ­ლად ქმნის, მა­შინ, რო­ცა ემო­ცი­ე­ბი იმ­დე­ნად ჭარ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რ­დას გან­ს­ჯის უნარს აკარ­გ­ვი­ნებს. ეს დიდ პრობ­ლე­მად აღიქ­მე­ბა, ვი­ნა­ი­დან ამ მი­ზე­ზით მრა­ვა­ლი ოჯა­ხი მა­ლე­ვე ინ­გ­რე­ვა. მაგ­რამ არ­სე­ბობს მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბაც - ბევრ ადა­მი­ანს იმ­დე­ნად უჭირს ამ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტ­ნი­ო­რის გა­რე­შე რჩე­ბა, შემ­დეგ კი აღ­მო­ა­ჩენს, რომ უკ­ვე ასაკ­ში შე­ვი­და. ამ დროს ბევ­რი ჩქა­რობს და ბუ­ნებ­რი­ვია, ხში­რად გვი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი არ არის. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ­სე­ბობს და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია ისიც, თუ რა ასაკ­ში შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხი იქ­ნე­ბა მყა­რი - ამის შე­სა­ხებ ფსი­ქო­ლო­გი ლე­ვან მი­თა­იშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გორ პრობ­ლე­მებს შე­იძ­ლე­ბა წა­აწყ­დ­ნენ გვიან და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში?

- დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბა არა­ნაკ­ლებ საფ­რ­თხე­ებს შე­ი­ცავს, ვიდ­რე ნა­ად­რე­ვი. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი და­ო­ჯა­ხე­ბი­სას მე­უღ­ლე­ე­ბი დგა­ნან რის­კის წი­ნა­შე, მა­თი ქორ­წი­ნე­ბა იქ­ცეს მო­ვა­ლე­ო­ბად, სა­დაც აღარ იქ­ნე­ბა რო­მან­ტი­კა და ვნე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად ემარ­თე­ბა ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც რამ­დე­ნი­მე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა უკ­ვე გა­მოც­დი­ლი აქვთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, უკ­ვე ''ყვე­ლა­ფე­რი ნა­ხეს" და მათ ქორ­წი­ნე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი და სი­ურ­პ­რი­ზე­ბი ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა, რაც ბევ­რის­თ­ვის აუტა­ნე­ლია. თუმ­ცა, არ­სე­ბო­ბენ წყვი­ლე­ბი, რო­მელ­თათ­ვის ქორ­წი­ნე­ბა უბ­რა­ლოდ სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტია, ასე­თე­ბის­თ­ვის კი სწო­რედ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბაა იდე­ა­ლუ­რი, რად­გან ორი­ვე მხა­რეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა და რო­ლი ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. ამავ­დ­რო­უ­ლად, ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც დაგ­ვი­ა­ნე­ბულ ასაკ­ში და­ქორ­წინ­დ­ნენ, მა­ნამ­დე კი პრინ­ცე­სას თუ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ პრინცს ელოდ­ნენ, ილუ­ზი­ე­ბის მსხვერ­პ­ლად ქცე­ვის რის­კის წი­ნა­შე დგა­ნან. მათ მი­ერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მ­­ნი­ლი მი­თი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს ქორ­წი­ნე­ბა, რო­გორც წე­სი, მა­ლე­ვე იმ­ს­ხ­ვ­რე­ვა, ისი­ნი კი იმ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­თ­ვის, რა­საც მათ ქორ­წი­ნე­ბა აძ­ლევს, მზად არ არი­ან.

- გა­რი­გე­ბა­ზე რას იტყ­ვით, გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია ეს დღეს? გაც­ნო­ბი­სა და და­ო­ჯა­ხე­ბის ცენ­ტ­რე­ბი, ასე ვთქვათ, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბის მე­თო­დე­ბი, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ამარ­თ­ლებ­დეს?

- დღეს ის­ტო­რი­უ­ლი მა­ჭან­კ­ლის ფუნ­ქ­ცია სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა შე­ი­თავ­სეს. თუმ­ცა აქაც არის რის­კი: ის, ვინც ''ფე­ის­ბუქ­ში" ძა­ლი­ან ''კარგ ტი­პად" გვაჩ­ვე­ნებს თავს, რე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა გა­იძ­ვე­რა აღ­მოჩ­ნ­დეს, ამი­ტომ ცო­ტა სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ სკა­ი­პი­თა და ''ფე­ის­ბუ­ქით" და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა გაც­ნო­ბის ცენ­ტ­რებს: აქ, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი მი­დი­ან - ძა­ლი­ან ბევ­რი გზა არ­სე­ბობს პარ­ტ­ნი­ო­რის სა­პოვ­ნე­ლად, სა­ნამ გაც­ნო­ბის ცენტრს მი­ა­კითხავს კა­ცი.

- დღე­საც არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა სა­ნა­თე­საო სა­შუ­ა­ლო ასა­კის ახალ­გაზ­რ­დას ვი­ღა­ცას ური­გებს. აწყო­ბენ პურმა­რილს და გო­გო-ბი­ჭებს ერ­თ­მა­ნეთს აც­ნო­ბენ?

- რა თქმა უნ­და, რო­დე­საც ვი­ღაც ხელს ჩა­გავ­ლებს და დაგ­ს­ვამს ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც სა­ერ­თოდ არ იც­ნობ, ამ დროს კი მე­სა­მე პი­რე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ისეთ ფა­ქიზ თე­მებს, რო­გო­რი­ცაა ქორ­წი­ნე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და სექ­სი, ეს უბ­რა­ლოდ, ამაზ­რ­ზე­ნია და იმ დრო­ის გად­მო­ნაშ­თია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ფე­ო­და­ლუ­რი და კი­დევ უარე­სი სის­ტე­მე­ბი გან­საზღ­ვ­რავ­და.

ეკა აბაშიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს