ჰაკერებმა "ფეისბუქის", "ტვიტერისა" და "ჯიმეილის" 2 მილიონზე მეტი მომხმარებლის პაროლი გატეხეს

ჰაკერებმა "ფეისბუქის", "ტვიტერისა" და "ჯიმეილის" 2 მილიონზე მეტი მომხმარებლის პაროლი გატეხეს

თუ "ფეისბუქში", "ტვიტერში", ან "ჯიმეილზე" ვეღარ შეხვედით, ესე იგი მასიური ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი ხართ - ჰაკერებმა 2 მილიონზე მეტი მომხმარებლის საიდენტიფიკაციო სახელი და პაროლი გატეხეს.

როგორც კიბერუსაფრთხოების ჰოლდინგის Trustwave-ს მეცნიერები ამბობენ, მათ პროგრამული უზრუნველყოფა განზრახ განათავსეს მსოფლიოს უამრავ კომპიუტერში, ვირუსი მთელი თვის განმავლობაში იგზავნებოდა პაროლებსა და საიდენტიფიკაციო სახელებზე და სერვერს ჰაკერები აკონტროლებდნენ.

როგორც დასავლურ პრესაში წერენ, "ფეისბუქის" " LinkedIn"-ისა და "ტვიტერის" წარმომადგენლებმა ხელახლა გაუგზავნეს მომხმარებლებს პაროლები. Yahoo კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ჯერჯერობით ვერ ადგენენ, როგორ გავრცელდა ვირუსი ამდენ პერსონალურ კომპიუტერში ერთდროულად. არსებული ინფორმაციით, თითქმის შეუძლებელია დაზუსტებით ითქვას, კონკრეტულად, რომელი კომპიუტერია ვირუსით "ინფიცირებული".

მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს