ქუთაისში აგვისტოს გმირების მემორიალს წინ ნაგვის ურნები დაუდგეს

ქუთაისში აგვისტოს გმირების მემორიალს წინ ნაგვის ურნები დაუდგეს

ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალის წინ ნაგვის ურნებია განთავსებული. აღნიშნულ ფაქტს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ლევან კოხრეიძის მამა, მწვანეყვავილას პანთეონის მთავარანგელოზის ტაძრის მოძღვარი მამა რევაზ კოხრეიძე შეურაცხყოფად თვლის.

მამა რევაზ კოხრეიძემ მემორიალიდან ნაგვის ყუთების გადატანის თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, თუმცა ყუთები მხოლოდ ერთი დღით, 8 აგვისტოს აიღეს.

ქუთაისის ერთ-ერთი ვიცე-მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ნაგვის კონტეინერები მემორიალთან იქ მაცხოვრებელმა მოსახლეობამ მიიტანა. მისი განმარტავებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კონტეინერები მემორიალიდან ერთხელ უკვე აიღო. "მაგის გადაგორება-გადმოგორება პრობლემა არ არის. მე დაველაპარაკები სამსახურს და თუ იმათ გადმოიტანეს, ადგილს შეუცვლიან, მაგრამ ნაგვის კონტეინერები თუ ისევ მემორიალთან აღმოჩნდება, მაშინ მოსახლეობა აკეთებს ამას და მათთან დასალაპარაკებელი იქნება" - ამბობს ნიკო კაჭკაჭიშვილი.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა