მამა ილია ჩიკვაიძე სასულიერო პირების მიერ ძვირადღირებული ავტომანქანების გამოყენებას უარყოფითად აფასებს. როგორც მამა ილიამ ქადაგებისას აღნიშნა, მაშინ, როცა ერი მშიერია, სასულიერო პირები 100 000 დოლარიანი ავტომანქანებით არ უნდა დადიოდნენ.
მამა ილია ქარელის რაიონში, წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში მსახურობს. ის ჟურნალ "საქართველოს მოამბის" მთავარი რედაქტორია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.
სხვა სასულიერო პირების მსგავსად, ძვირადღირებული ავტომანქანით გადაადგილდება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე. მეუფის ავტომანქანის ღირებულებით ქიზიყი.ge დაინტერესდა. მეუფის ავტომობილის შავი ფერის "ტოიოტა პრადოს" ფასი, ავტომოვაჭრეების შეფასებით, სავარაუდოდ, 35 000-დან 60 000-მდე მერყეობს. მეუფე მელქისედეკის ინიციალებისგან შედგენილი ნომრის - MKH - 777 ფასი კი სავარაუდოდ 300 ლარს აღწევს.
გარდა ამისა, ფუფუნების საგნებითა არის მოწყობილი დედოფლისწყაროში მდებარე ეპარქიის შენობაც.