განქორწინებული მშობლების უმამოდ გაზრდილი შვილები ნარკომანები და აგრესიულები ხდებიან

განქორწინებული მშობლების უმამოდ გაზრდილი შვილები ნარკომანები და აგრესიულები ხდებიან

კანადის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერებისა და სტუდენტების კვლევის თანახმად უმამოდ გაზრდილი ბიჭები აგრესიულები არიან.

მეცნიერები ამბობენ, რომ ბავშვებს, რომელთაც მხოლოდ ერთი მშობელი ზრდის, აღენიშნებათ "ხასიათში გადახრები" და ხშირად ხდებიან ნარკოტიკზე დამოკიდებულნი. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ოჯახებში, სადაც მამა, ან კაცი არ ცხოვრობს, ბიჭებზე სერიოზულ დარტყმას, გოგონები იღებენ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ განქორწინების, ისევე როგორც ოჯახის შექმნის საკითხი ძალიან ფაქიზი თემაა და როდესაც ამ ნაბიჯს დგამ, ბავშვებზე უნდა იფიქრო.

მამებს ოჯახიდან წასვლის შემდეგ არათუ ალიმენტის გადახდა, შვილების კვირაში რამდენჯერმე ნახვაც კი არ სურთ. მეცნიერები ამ დამოკიდებულებას სავალალოს უწოდებენ და კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ოჯახში უთანხმოებას მხოლოდ შვილი ეწირება.

"ამ თემაზე ყოველთვის საუბრობდნენ, მაგრამ ეს პირველი კვლევა იყო, რომელმაც კონკრეტულ დასკვნაზე დაყრდნობით გვაჩვენა, როგორ რეაგირებს ბავშვის ნეირობიოლოგიაზე განვითარების პერიოდში მამის დაკარგვა", - განაცხადა კვლევის ორგანიზატორმა ექიმმა გაბრიელა გობსმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს