საბერძნეთში გიგანტური შაქარყინული დაამზადეს

საბერძნეთში გიგანტური შაქარყინული დაამზადეს

საბერძნეთში შაქარყინული დაამზადეს, რომლის წონამ 3,6 ტონა შეადგინა. ამის შესახებ მსოფლიო რეკორდების აკადემიის საიტზეა ნათქვამი. გინესის რეკორდის წიგნის წარმომადგენლებმა მიღწევა უკვე დააფიქსირეს, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალური საიტის ნუსხაში არ შეუტანიათ.

შაქარყინულის მოსამზადებლად კონდიტერებს და მათ თანაშემწეებს ორი დღე დასჭირდათ. ინგრედიენტების ზუსტი რაოდენობის შესახებ აკადემიის საიტზე ნათქვამი არაფერია, მითითებულია მხოლოდ ის, რომ საუბარი ეხება ტონობით პროდუქტს.

შაქარყინული, რომელიც ქვეყნის ცენტრში ქალაქ ტრიკალაში მოამზადეს, მომავალი ზამთრის დღესასწაულებს მიეძღვნა.

გიგანტური კონფეტი ქუჩაში საშობაო არდადეგების განმავლობაში დარჩება. დღესასწაულების შემდეგ, სად წაიღებენ შაქარყინულს, უცნობია.

მომზადებულია worldrecordacademy.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს