ქალთა მიმართ ძალადობა ზუგდიდში მდუმარე აქციით გააპროტესტეს

ქალთა მიმართ ძალადობა ზუგდიდში მდუმარე აქციით გააპროტესტეს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაეროს ეგიდით მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე 16 დღიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის არაერთი ფაქტი ფიქსირდება და გენდერული ბალანსი სხვადასხვა მიმართულებით უგულვებელყოფილია.

"დღევანდელი შეკრებით ჩვენ გამოვხატეთ პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენთან განსაკუთრებით ხშირია ოჯახური ძალადობის შემთხვევები. ასევე ქალებს უჭირთ პოლიტიკაში მოსვლა, რადგან მიდგომა მათ მიმართ განსხვავებულია", - განაცხადეს აქციაზე.

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო კამპანია 1991 წლიდან ტარდება.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა