ყაჩაღობა ოზურგეთში - ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს

ყაჩაღობა ოზურგეთში - ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს

ოზურგეთში დღეს დილით, ე.წ."ზვანის" უბანში, ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ კიდევ დაუდგენელმა ნიღბიანმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და 4 000 დოლარი წაიღეს. დაზარალებული ა. სიხარულიძე ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

როგორც დაზარალებულის მეზობლები და ოჯახის ახლობლები ამბობენ, ავტომატის გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს. მათივე ინფორმაციით, ნიღბიანი პირები გასულ კვირასაც შენიშნეს. "ერთი კვირის წინ სამსახურში მიმავალმა მეზობლის ბიჭმა, ორი ნიღბიანი ახალგაზრდა ბიჭი დაინახა, რომელიც მის დანახვაზე გაიქცნენ. ამ საწყალ კაცს კი დღეს დილით დახვდნენ გასასვლელში და გაათრიეს მდინარისკენ, სადაც სასიკვდილოდ ესროლეს, თან ფული წაართვეს. განწირული ხმით ყვიროდა და მეზობლებმა გაიგეს და ნახეს ხიდის ქვეშ. ფილტვი ქონია დაზიანებული, ღმერთს მადლობა რომ გადარჩება. მთელი ამ კუთხის პატრონია, ყველას პატივს სცემს, თუ კი ვინმეს უჭირს ყველას ეგ აჭმევდა და აცმევდა, სახლში ავადმყოფი მამა ჰყავს" , - აცხადებენ დაზარალებულის მეზობლები.

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროს გოჩა ფერსაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.

იხიელთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა