ბარაკ ობამას iPhone-ს გამოყენება ეკრძალება

ბარაკ ობამას iPhone-ს გამოყენება ეკრძალება

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაკ ობამას iPhone ვერ ექნება არც მეტი, არც ნაკლები მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.

მერე რა, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია? პრეზიდენტ ობამას მისი გამოყენება მაინც ეკრძალება, რადგან თეთრი სახლის უსაფრთხოების კონსულტანტები ამბობენ, რომ Apple-ის საფლაგმანო სმარტფონი თეთრ სახლში გამოყენებისათვის შესაბამისი უსაფრთხოების სერთიფიკატით არ არის აღჭურვილი.

“უფლება არ მაქვს მქონდეს iPhone, ჩემი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე", დაიჩივლა ობამამ თეთრ სახლში თავისი ჯანდაცვის კანონის შესახებ გამართული პრესკონფერენციისას და გამოტყდა, რომ მოუწევს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ინოვაციებს ჩამორჩეს. ასევე დასძინა, რომ მას ქალიშვილებს, საშას და მალიას iPhone-ები აქვთ და "მათთან უდიდეს დროს ატარებენ".

საინტერესოა, რომ ამერიკის ისტორიაში ობამა პირველი პრეზიდენტია, რომელიც პირად ელ.ფოსტას იყენებს და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან დიდი ბრძოლის შედეგად შეძლო თავისი BlackBerry-ც შეენარჩუნებინა. თუმცა, იმ პირობით, რომ მხოლოდ 10 ადამიანთან იკონტაქტებდა მისი მეშვეობით.

იხილეთ სტატიის გაგრძელება  bpn.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს