ექსპერტები ლარის კურსის გაუფასურების პირველ შედეგებზე საუბრობენ

 ექსპერტები ლარის კურსის გაუფასურების პირველ შედეგებზე საუბრობენ

ექსპერტები ლარის კურსის გაუფასურების პირველ შედეგებზე საუბრობენ. სპეცილისტთა ნაწილის შეფასებით, ეს არის ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების პრობლემა. იმავდროულად, ფასები გაიზრდება ადგილობრივ პროდუქციაზეც.

ამასთან, ლარის კურსის ვარდნის შედეგად ფასები არ იცვლება კურსის შესაბამისად. ბიზნესმენები ყოველთვის ცდილობენ ასეთ სიტუაციაში არა მარტო გადათვალონ ფასი, არამედ გაზარდონ ის, კურსის მომავალი რყევებისგან დასაზღვევად. ეს უკანასკნელი კი ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის უნდობლობის მაჩვენებელია,- აცხადებენ ექსპერტები.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, უკვე გაძვირდა რუსული ხორბალი 5 ლარით. რაც შეხება ხორბლისა და შაქრის ადგილობრივ ღირებულებას, ჯერჯერობით ქართულ ბაზარზე ფასები არ შეცვლილა, თუმცა თუ ლარის კურსი მარაგების ამოწურვამდე არ დარეგულირდა, ფასების ზრდა საცალო და საბითუმო ბაზარზეც დაფიქსირდება.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრისთვის დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა პანიკის საფუძველი არ არის. როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეროვნულ ბანკს აქვს რესურსები ლარის კურსის სტაბილიზაცია მოახდინოს.

"ლარის კურსთან მიმართებაში ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ სტაბილური იყოს. საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა აქვს, არ დაუშვას ლარის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება, ან გამყარება. ასე რომ, აქ საპანიკო არაფერია", -აცხადებს ნოდარ ხადური.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ