ქეით მიდლტონის ფეხებმა მანდელაზე გადაღებული ფილმის პრემიერა დაჩრდილა (+9 ფოტო)

ქეით მიდლტონის ფეხებმა მანდელაზე გადაღებული ფილმის პრემიერა დაჩრდილა (+9 ფოტო)

ბრიტანეთში, კინოთეატრ West End-ში გუშინ, 5 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტზე, ნელსონ მანდელაზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა.

პრემიერას კემბრიჯის ჰერცოგინია, 31 წლის ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამი, მანდელას ქალიშვილები - ზინდზი და ზენანი, ვარსკვლავები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა და ოჯახის წევრებმა მანდელას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ფილმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყვეს. სტუმრებმა ექს-პრეზიდენტს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს, შემდეგ კი კინოთეატრი დატოვეს.

მიდლტონი პრემიერაზე, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოიყურებოდა - ფოტოგრაფების ყურადღება ამჯერადაც მისმა გრძელმა ფეხებმა მიიპყრო. ქეითს ფრანგი დიზაინერის, როლანდ მოურეტის თეთრი კაბა ეცვა; ტანზე გამოკვეთილი სამოსი მუხლსქვემოთ ღრმად ამოჭრილი იყო. 

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს