ექს-პრეზიდენტის ვაჟი ქართველ ძიუდოისტებს უზრდელებს უწოდებს

ექს-პრეზიდენტის ვაჟი ქართველ ძიუდოისტებს უზრდელებს უწოდებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია იაპონიიდან გამოძევებულ ქართველ ძიუდოისტებს უზრდელებად მოიხსენიებს. გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკულტურო ქართველებსაც აკრიტიკებს და წერს, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენი განვითარების დონეს შეესაბამება.

"დღეს სუპერმარკეტში პროდუქტებს ვყიდულობდი. გამოსვლისას შუშის ავტომატურ კარს გარედან ორი ყვითელი რასის ადამიანი მოადგა - შუახნისა და ყმაწვილკაცი. მობრძანდით-მეთქი, ვანიშნე. არა, არაო, თავი გააქნიეს, იმგვარად ხაზგასმული თავმდაბლობითა და ზრდილობით გამატარეს, თითქოს ჩემი ძველი მეგობრები იყვნენ. მივხვდი: იაპონელები უნდა ყოფილიყვნენ. ჩემი მწირი იაპონური სიტყვების მარაგი ამოვწიე და იაპონურად "არიგატო"- მეთქი, ანუ მადლობა გადავუხადე. რომ წამოვედი კიდევ იდგნენ და მიყურებდნენ. სჩანდა, ძალიან ესიამოვნათ...

ახლა მომაგონდა, როცა აქ დავწერე რამოდენიმე ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტის იაპონიიდან უკულტურო საქციელისათვის გამოძევების შესახებ, რამდენი თავგადაკლული დამცველი გამოუჩნდათ ამ უზრდელებს. როდის გავიგებთ, რომ ჩვენების უსაქციელობა, პირველ რიგში, ჩვენი სირცხვილია და ამით იაპონელებს არა დაჰკლებიათ რა... და როდესაც იქნება შესაბამისი რეაქცია ხალხში, ყველა ვირგლა, ტეტია ინებებს და ისწავლის ქცევასა და აზროვნებას! ეს ცხოვრების არაერთ სფეროს ეხება. გახსოვდეს, რომ შენი აზრი მნიშვნელოვანია შენი გარემომცველი სამყაროს ფორმირებაში. ხოლო მატერიალური სამყარო მენტალურის ზუსტი ანარეკლია И ТОЧКА.

P.S. ანუ, ვცხოვრობთ იქ, სადაც უნდა ვცხოვრობდეთ. ჩვენი განვითარებიდან გამომდინარე...", - წერს გამსახურდია.

ძიუდოისტთა ასაკობრივ ნაკრებებს ერთი კვირის წინ ნაადრევად დაატოვებინეს იაპონია, სადაც ისინი სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე იყვნენ წასული. ამის მიზეზი ადგილობრივ წესებში გაურკვევლობა და ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესის დარღვევა გახდა.

ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდები იაპონიაში 11 ნოემბერს წავიდნენ ორკვირიან შეკრებაზე. მათ თავიდან ცუკუბას უნივერსიტეტში უნდა ევარჯიშათ, მერე კი კოდოკანში უნდა გადასულიყვნენ და იაპონელთა ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გაევლოთ შეკრების დასკვნითი ნაწილი, ევარჯიშათ, თუმცა ამდენი აღარ დასცალდათ.

სწორედ ცუკუბაში მოხდა ის უსიამოვნო ამბები, რის გამოც ჩვენებს უნივერსიტეტი და მით მთელი ქვეყანაც დაატოვებინეს.

ასევე დაგაინტრესებთ:

სკანდალი: ქართველი ძიუდოისტები უწესოდ მოქცევის გამო იაპონიიდან გამოაძევეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს