შიში გენეტიკურ დონეზე შვილებს და შვილიშვილებს გადაეცემათ

შიში გენეტიკურ დონეზე შვილებს და შვილიშვილებს გადაეცემათ

ადამიანის ქცევა შესაძლოა, გამოწვეული იყოს მოვლენებით, რომლებიც მის წინაპრებს გადახდა. მეცნიერების თქმით, ეს გენეტიკური მახსოვრობის თავისებური ფორმაა, რომელიც ცხოველებზე კვლევამ დაამტკიცა.

მაგალითად, ტრავმულმა მოვლენებმა შესაძლოა, სპერმატოზოიდში დნმ-ზე გავლენა მოახდინოს და მომავალი თაობების ქცევა და ტვინის მუშაობა შეცვალოს.

მაგალითად, მეცნიერებმა თაგვებს გარკვეული სუნისგან თავის არიდება ასწავლეს, რომელიც ალუბლის ყვავილისას ჰგავდა. ამ სუნის შიში მათ შთამომავლობას გადაეცა. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია ფობიების მკურნალობისთვის, ამბობენ ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლები.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს