თელავის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალი" დაიშალა

თელავის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალი" დაიშალა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალი" დაიშალა. საკრებულოს აპარატის უფროსის, ტარიელ გალახვარიძის განცხადებით, "ნაციონალის" ხუთი წევრიდან ოთხმა ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადება დაწერა, რაც მისი დაშლის მიზეზი გახდა.

თელავის საკრებულოს ინფორმაციით, ფრაქცია "ნაციონალის" წევრები იყვნენ: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი თინათინ ჯავახიშვილი, ნოდარ ებიტაშვილი, ნიკოლოზ ბიტიაშვილი, ლია მუსალიევი და ფრაქციის თავმჯდომარე არჩილ თუშიშვილი. ფრაქციიდან გასვლის მიზეზებზე საუბრისგან ყველა მათგანი თავს იკავებს.

"აღარ მინდოდა მაგათთან და გამოვედი, რა მოხდა, პირველად ხომ არ დაიშალა რამე", - ამბობს ნიკოლოზ ბიტიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა