"ბაჩო ახალაიას გაუმარჯოს" - მხარდამჭერი მსვლელობა ზუგდიდში

"ბაჩო ახალაიას გაუმარჯოს" - მხარდამჭერი მსვლელობა ზუგდიდში

ზუგდიდში, სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა 7-მა ახალგაზრდამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი მეთაურის ზურაბ შამათავას და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სერჟანტის ალექსანდრე გორგაძის მხარდამჭერი მსვლელობა მოაწყო.

"ბაჩო ახალაიას გაუმარჯოს" - ამ შეძახილით ახალგაზრდების ორგანიზებული მსვლელობა ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან დასრულდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან თორიას განცხადებით, "მათ სოლიდარობა უკანონოდ დაკავებულ ქართველ გმირებს გამოუცხადეს".

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა