სოხუმის დიდების პარკში აფხაზეთის ომში დაღუპული 5 ქართველის ნეშტი იპოვეს

სოხუმის დიდების პარკში აფხაზეთის ომში დაღუპული 5 ქართველის ნეშტი იპოვეს

სოხუმში, დიდების პარკში აფხაზეთის ომში დაღუპული 7 ადამიანის ნეშტი იპოვეს. აფხაზური მედიის ცნობით, ცხედრების იდენტიფიკაცია მოხდა და ცნობილია, რომ მათგან 5 ქართველია. ისინი უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.

აფხაზური გამოცემა "აფსნი პრესის" ინფორმაციით, დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერი ინდირა ვარდანია მიიღო, რომელმაც 1992-1993 წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ამოცნობის თაობაზე შექმნილ საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გამართულ რიგით მეოთხე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ერევანში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით გაიმართა.

გვამების ამოცნობის თაობაზე, დამატებითი დეტალები ერთ კვირაში გახდება ცნობილი, როცა აფხაზეთს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალისტები ეწვევიან.

წყარო: livepress.ge

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა