"რესპუბლიკელები ბიძინას თავის ჭკუაზე ატარებენ" - ხიდაშელი "ერთპროცენტიანობის საიდუმლოს" ამოხსნაში დახმარებას ითხოვს

"რესპუბლიკელები ბიძინას თავის ჭკუაზე ატარებენ" - ხიდაშელი "ერთპროცენტიანობის საიდუმლოს" ამოხსნაში დახმარებას ითხოვს

ბოლო პერიოდში ხშირად ისმის სხვადასხვა ბრალდებები "რესპუბლიკური პარტიის" მიმართ. ერთ-ერთი ბრალდება "რესპუბლიკელებისა" და "ნაციონალების" შეკვრა და "რესპუბლიკელების ბიძინა ივანიშვილზე გავლენაა". ამ ბრალდებას თინა ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე პახუხობს:

"ვერ ავხსენი ერთ პროცენტიანობის საიდუმლო. დამეხმარეთ მეგობრებო.

ეს ერთ პროცენტიანები - "ბიძინას თავის ჭკუაზე ატარებენ";

ეს ერთ პროცენტიანები - მთავრობას გადაწყვეტილებებს თავს ახვევენ (თვითმმართველობის კოდექსი პარლამენტში მთავრობაზე დამტკიცების შემდეგ შემოვიდა);

ეს ერთ პროცენტიანები - 150 კაციან პარლამენტს მართავენ და თავის ჭკუაზე ატარებენ;

ეს კორძაიაც რესპუბლიკელია, ნარმანიაც, გუშინ რომ არ მოგვეწონა და დაიგმო ან ხვალ დაიგმობა ისიც რესპუბლიკელია;

ეს ერთ პროცენტიანები - თან სოროსელები არიან (ანუ სემიტები), ხან იეღოველები, კუდები აქვთ, რქებიც, ღამღამობით წარმართულ რიტუალებს ატარებენ;

ეს ერთ პროცენტიანები - ამდენი წლები სულ ამერიკის ჯაშუშები იყვნენ, ეხლა მეზოები ქვეყნების, განსაკუთრებით სომხეთის, შეიძლება თურქეთისაც, ვიღაცისათვის რუსეთის, და თან ეს ყველაფერი ერთად

ეს ერთ პროცენტიანები - ქართველი ხალხის გარეშე ქვეყანას ანაწილებენ, აცალკევებენ (ეს კარგად ვერ გავიგე რას ნიშნავს მაგრამ მაინც ხომ აცალკევებენ);

ეს ერთ პროვენტიანები - საკუთარი ინტელექტუალური უპირატესობით სარგებლობენ და თავზე წაგვაჯდნენ (მომკალით და მე ეს მომწონს ყველაზე მეტად);

ხოდა ამ ერთ პროცენტიანობაში სულ დამავიწყდა რომ დღეს უფრო გარეთ გავედით და ვენეციის კომისიასაც თავზე წამოვაჯექით ეს ერთპროცენტიანები და ოკუპაციის კანონში ცვლილებები მოვაწონებინეთ;

ხოდა იქნებ ამ ერთ პროცენტიანობის ხიბლით ევროკავშირშიც მიგვიღონ და მაპიც მოგვცენ :))))

ხოდა რა მაგარი ყოფილა ეს ერთ პროცენტიანობა :))))

ჩვენ რომ 50 პროცენტი გვქონდეს წარმოგიდგენიათ რას ვიზამდით :))))" - წერს თინა ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს