საზოგადოების ნაწილი შეპყრობილია შიშით, რომ ყველას გაპიდარსტებას გვიპირებენ - მერაბ მეტრეველი

საზოგადოების ნაწილი შეპყრობილია შიშით, რომ ყველას გაპიდარსტებას გვიპირებენ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი Facebook-ზე იმ ფობიების შესახებ წერს, რაც, მისი აზრით, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს. "საქართველო" კი არა, "საფობიე" უნდა გვერქვას - წერს ჟურნალისტი.

"მოკლედ, შიშების ქვეყანა ვართ, ფობიების! "საქართველო" კი არა "საფობიე" უნდა გვერქვას. არის საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც შეპყრობილია შიშით, რომ ყველას გაპიდარსტებას გვიპირებენ და არის საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ასევე შეპყრობილია შიშით, რომ ირანიზიაცია გვემუქრება. ამ დროს ირანიზაციის საფრთხე ისეთივე გადაჭარბებულია, როგორც მთელი ქვეყნის გაპიდარსტების. ეს ორი შიშით შეპყრობილი ნაწილი ჩვენი საზოგადოების ებრძვის ერთმანეთს. სხვები კი მათ ბრძოლას შესცქერიან შიშით", - წერს მერაბ მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს