ახმეტაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ახმეტაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ახმეტის რაიონის სოფელ მატანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთმანეთს "ოპელის" მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა.

სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის გოჩა ქიტესაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოდან იყო. რაც შეეხება მეორე მანქანაში მჯდომ ორ მამაკაცს, ერთი მათგანი მსუბუქად დაშავდა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიებას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა