უსინათლოებისთვის სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა

უსინათლოებისთვის სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა

უსინათლოებისა და მცირე მხედველებისთვის სპეციალური ვებ-გვერდი www.bu.org.ge შეიქმნა. ვებ-გვერდი უსინათლოებს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად და სრულიად უფასოდ გადმოიწერონ ვებ-გვერდზე განთავსებული ხმოვანი პროგრამების - "ბუ-2-სა" და " NVDA-ს" საინსტალაციო ვერსიები.

გარდა ამისა, ვებ-გვერდზე მოცემულია ხმოვანი პროგრამების შესწავლის პრაქტიკული სახელმძღვანელოების ტექსტური და აუდიო ვერსიები, რომლებიც დაყოფილია გაკვეთილებად. ვებ-გვერდზე განთავსებულია ბიბლიოთეკა 3 600-ზე მეტი ეგზემპლარით. იმისთვის, რომ მხედველობადაქვეითებულებს ეკრანმა თვალი არ მოჭრას, ვებ-გვერდს გააჩნია ინსტრუმენტები, რომელიც ცვლის ეკრანის ფონს, შრიფტის ზომას და ფერს.

პროექტი ასოციაცია "უსინათლოები საზღვრებს გარეშეს" ძალისხმევითა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა