ბობ დილანის პირველი ელექტროგიტარა რეკორდულ თანხად გაიყიდა

ბობ დილანის პირველი ელექტროგიტარა რეკორდულ თანხად გაიყიდა

ელექტროგიტარა, რომელზეც ამერიკელი მომღერალი ბობ დილანი ნიუპორტში 1965 წელს ფოლკ-ფესტივალზე უკრავდა, ნიუ-იორკში Christie's-ის აუქციონზე რეკორდულ თანხად - 965 000 დოლარად გაიყიდა. მყიდველის სახელი არ ხმაურდება.

თავიდან სააუქციონო სახლი Christie's ვარაუდობდა, რომ ინსტრუმენტი 300-500 ათას დოლარად გასხვისდებოდა.

აუქციონზე გაყიდული გიტარების წინა რეკორდი ერიკ კლეპტონის ინსტრუმენტს ეკუთვნის. მუსიკოსის გიტარა 2004 წელს 960 000 დოლარად გაიყიდა.

ბობ დილანის გიტარას Fender Stratocaster-ს 48 წლის განმავლობაში თვითმფრინავის პილოტის ოჯახი ფლობდა, რომლის თვითმფრინავზეც მუსიკოსმა ინსტრუმენტი დატოვა.

ითვლება, რომ, სწორედ ნიუპორტის ფესტივალზე ბობ დილანი, რომელიც მანამდე აკუსტიკურ გიტარაზე უკრავდა, ელექტრონულზე გადავიდა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს