"ამის "ნავოდკებს" რომ იყო აყოლილი პროკურატურა, იმიტომაცაა დღეს ახალაია სამგზის გამართლებული" - დავით ზურაბიშვილი ჩხატარაშვილის დაკავებაზე

"ამის "ნავოდკებს" რომ იყო აყოლილი პროკურატურა, იმიტომაცაა დღეს ახალაია სამგზის გამართლებული" - დავით ზურაბიშვილი ჩხატარაშვილის დაკავებაზე

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი დავით ჩხატარაშვილის დაკავების ფაქტს "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ამის "ნავოდკებს" რომ იყო აყოლილი პროკურატურა, იმიტომაცაა დღეს ბაჩო ახალაია სამგზის გამართლებული. პრაქტიკულად ყველა საქმე, რაც დღეს აღძრულია წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ, ადეიშვილის უწყების მიერაა თავის დროზე "შეკერილი" და თაროზე შემოდებული. ისე, ყოველ შემთხვევისთვის, რა იცი რაში დაჭირდებოდათ და როდის? ისიც ცხადია, რომ სერიოზული მტკიცებულებების მოკრებისთვის მაშინ თავს არ მოიკლავდნენ - ოდეს ყოფილა აქამომდე ადეიშვილის დროს მტკიცებულებებით დაესაბუთებინათ ბრალი?", - წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

იხილეთ ასევე: დავით ჩხატარაშვილი პატიმრების დამცირებისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით დააკავეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს