ლე­გენ­და და სი­ნამ­დ­ვი­ლე "წყალ­ქ­ვე­შა" ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ

ლე­გენ­და და სი­ნამ­დ­ვი­ლე "წყალ­ქ­ვე­შა" ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ

წყალ­ქ­ვეშ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი ლე­გენ­და არ­სე­ბობს და რო­გორც ცნო­ბი­ლია, იდე­ის სწო­რად მი­წო­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მეც­ნი­ე­რე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ფან­ტა­ზი­ის ხორ­ც­შეს­ხ­მა შე­უძ­ლია. ამ სფე­რო­ში გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, დი­დი ხა­ნია, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­საძ­ლოა, ოკე­ა­ნე­ში უკ­ვე არ­სე­ბობს ჰო­მო-აკ­ვა­ტი­კუს­თა კო­ლო­ნი­ე­ბი...

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი-ამ­ფი­ბია ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მცუ­რა­ვი-სე­ლა­პი, სუ­პე­რე­ლი­ტუ­რი სპეც­რაზ­მის 23 წლის კო­მან­დო­სი, ფრენ­სის ფა­ლე­ი­ჩი­კი იყო, რო­მელ­საც სა­უ­კე­თე­სო ამე­რი­კელ­მა ქი­რურ­გებ­მა უამ­რა­ვი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტა­რეს. ამის შემ­დეგ, აშშ-ის საზღ­ვაო უწყე­ბამ, სა­უ­კუ­ნის ექ­ს­პე­რი­მენ­ტის სა­ი­დუმ­ლოდ შე­ნახ­ვის უკი­დუ­რეს ზო­მებს მი­მარ­თა.

რუ­სე­თის, იტა­ლი­ის, ის­რა­ე­ლის, იაპო­ნი­ი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო უწყე­ბა­თა სა­ი­დუმ­ლო სე­ი­ფებ­შიც ინა­ხე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო შრო­მე­ბი და ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­თა ანა­ლი­ზე­ბი, რო­მელ­თა წყა­ლო­ბით კა­ცობ­რი­ო­ბა ზღვე­ბი­სა და ოკე­ა­ნე­ე­ბის ფსკერ­ზე და­სახ­ლე­ბას დი­დი ხნის წინ შეძ­ლებ­და.

აკ­ვა­ლან­გის გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა, მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის ცნო­ბილ­მა მკვლე­ვარ­მა ჟაკ-ივ კუს­ტომ, ჯერ კი­დევ 1962 წელს, წყალ­ქ­ვე­შა კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გ­რეს­ზე სიტყ­ვით გა­მოს­ვ­ლი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან ადა­მი­ა­ნის ოც­ნე­ბა წყალ­ქ­ვეშ ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. ამას­თან, ჰო­მო-აკ­ვა­ტი­კუსს ("წყალ­ქ­ვე­შა ადა­მი­ა­ნი") ძალ­ზე რთუ­ლი აპა­რა­ტუ­რა ან ფილ­ტ­ვე­ბის ლა­ყუ­ჩე­ბით შეც­ვ­ლა არ დას­ჭირ­დე­ბა, - უბ­რა­ლოდ, სხე­ულ­ში მი­ნი­ა­ტი­უ­რულ მოწყო­ბი­ლო­ბას ჩა­უ­ნერ­გა­ვენ, რო­მე­ლიც მის სისხლს ჟან­გ­ბა­დით სრუ­ლად მო­ა­მა­რა­გებს.

პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი მა­ი­მუ­ნებ­ზე 1970-იანი, ხო­ლო ადა­მი­ან­ზე - 1980-იანი წლე­ბის­თ­ვის იყო და­გეგ­მი­ლი. კუს­ტოს გათ­ვ­ლით, XXI სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის­თ­ვის ჰო­მო-აკ­ვა­ტი­კუსს ზო­გი­ერ­თი ზღვის ფსკე­რი უკ­ვე ათ­ვი­სე­ბუ­ლი უნ­და ჰქო­ნო­და. მაგ­რამ დღეს მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბამ წყალ­ქ­ვე­შა კო­ლო­ნი­ე­ბი­სა თუ ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი-ამ­ფი­ბი­ე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის, თუმ­ცა "იხ­ტი­ან­დ­რე­ბის" შე­საქ­მ­ნე­ლად ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ნამ­დ­ვი­ლად ტარ­დე­ბო­და. ყვე­ლა პროგ­რა­მა სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ეგი­დით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ამი­ტომ ამ გა­ბე­დუ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ მათ მო­ე­პო­ვე­ბათ.

აშშ-ის სამ­ხედ­რო-საზღ­ვაო ძა­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვა­თა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის უფ­როს­მა, I რან­გის კა­პი­ტან­მა ჯორჯ ბონ­დ­მა, თა­ვის დრო­ზე ბრი­ფინ­გ­ზე გა­მოს­ვ­ლი­სას გა­ნაცხა­და, რომ ხე­ლოვ­ნურ­ლა­ყუ­ჩე­ბი­ან ადა­მი­ანს ფან­ტას­ტი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს: იგი კა­შა­ლოტ­ზე ღრმად, 3,5 კი­ლო­მეტ­რის სიღ­რ­მე­ზე შეძ­ლებ­და ჩაყ­ვინ­თ­ვას! სამ­ხედ­რო­ე­ბი უკე­თეს დი­ვერ­სანტს სად მო­ნა­ხა­ვენ?! ამი­ტომ სწო­რედ სამ­ხედ­რო უწყე­ბაა ადა­მი­ა­ნი-ამ­ფი­ბი­ის შექ­მ­ნი­თა და სხვა სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ბა­ტონ­მა ბონ­დ­მა ეს ციფ­რე­ბი ჰა­ე­რი­დან მო­ი­ტა­ნა თუ რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებს ეყ­რ­დ­ნო­ბო­და? მი­სი ან სხვა ანა­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს და ვერც იარ­სე­ბებს, რად­გან თუ ადა­მი­ა­ნის­თ­ვის თევ­ზის ლა­ყუ­ჩე­ბის გა­და­ნერ­გ­ვის უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია მარ­თ­ლაც ჩა­ტარ­და, ექ­ს­პე­რი­მენ­ტი სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლოდ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

ალ­მა­ნა­ხი "ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა" ირ­წ­მუ­ნე­ბა, რომ ამ სფე­რო­ში კვლე­ვე­ბი ოდ­ნავ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გზით წა­რი­მარ­თა.

მა­გა­ლი­თად, ჰო­ლან­დი­ე­ლი დოქ­ტო­რი იოჰა­ნეს კილ­ს­ტ­რა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნის ფილ­ტ­ვებს ლა­ყუ­ჩე­ბის ფუნ­ქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია და ამ იდე­ას შემ­დეგ­ნა­ი­რად ასა­ბუ­თებს: ფილ­ტ­ვებ­სა და ლა­ყუ­ჩებ­ში ერ­თი და იგი­ვე პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. წყალ­ში ჟან­გ­ბა­დის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბით გახ­ს­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი უშუ­ა­ლოდ წყლით სუნ­თ­ქ­ვას შეძ­ლებს. ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­თა პირ­ვე­ლი სე­რია 1959 წლის გა­ზაფხულ­ზე ამ­ს­ტერ­დამ­ში და­იწყო. 3 ატ­მოს­ფე­როს წნე­ვით ჟან­გ­ბა­დით გამ­დიდ­რე­ბულ ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ხსნარ­ში მო­თავ­სე­ბულ­მა თაგ­ვებ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იცოცხ­ლეს! და­ნარ­ჩე­ნი კვლე­ვე­ბი და შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბი სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტ­რომ კონ­ტ­როლ­ზე აიყ­ვა­ნა. დოქ­ტორ იოჰა­ნეს კილ­ს­ტ­რას კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა აუკ­რ­ძა­ლეს და სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტ­რ­ში "ყა­ზარ­მულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე" გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას, მი­სი ასის­ტენ­ტე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის სრულ შტატს, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლურ მცველ­თა ქვე­და­ნა­ყო­ფი იცავ­და. სარ­წ­მუ­ნო წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, გე­ნი­ა­ლუ­რი ექი­მი აშშ-ის სამ­ხედ­რო-საზღ­ვაო უწყე­ბას მჭიდ­როდ და­უ­კავ­შირ­და. მის კვლე­ვებს სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის - "ლოკ­ჰი­დის", "ნორ­ტ­რო­პი­სა" და "კრა­ის­ლე­რის" სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­უ­ერ­თ­დ­ნენ.

1976 წელს ამე­რი­კელ­მა ბი­ო­ფი­ზი­კო­სებ­მა - ცე­ლია და ჯო­ზეფ ბონ­ვენ­ტუ­რებ­მა უნი­კა­ლუ­რი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი მოწყო­ბი­ლო­ბა შექ­მ­ნეს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ზღვის წყლი­დან ჟან­გ­ბა­დის აბ­სორ­ბი­რე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. სხე­ულ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უბის წიგ­ნა­კის ზო­მის ხელ­საწყო, მყვინ­თავს ჟან­გ­ბა­დით გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. სხვა­თა შო­რის, ანა­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტი წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვე­ბის­თ­ვი­საც შე­იქ­მ­ნა. 150-კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟის­თ­ვის ერ­თი მეტ­რის დი­ა­მეტ­რი­სა და სა­მი მეტ­რის სიგ­რ­ძის ცი­ლინ­დ­რი საკ­მა­რი­სი იყო.

ხელ­საწყოს სა­ი­დუმ­ლო, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს, დი­ახ, - ჩვე­უ­ლებ­რივ ჰე­მოგ­ლო­ბინ­ში, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სისხლს წი­თელ ფერს ანი­ჭებს და რო­მელ­საც ჩვენს სხე­ულ­ში ჟან­გ­ბა­დი გა­და­აქვს. ხელ­საწყო ჰე­მოგ­ლო­ბი­ნით გაჟ­ღენ­თილ ღრუბ­ლო­ვან პო­ლი­უ­რე­თა­ნის მა­სა­ლას შე­ი­ცავს. მას­ში წყალს ატა­რე­ბენ, ხო­ლო შთან­თ­ქ­მუ­ლი ჟან­გ­ბა­დი სუს­ტი ელექ­ტ­რო­ნა­კა­დის ზე­მოქ­მე­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გროვ­დე­ბა.

იმის გა­მო, რომ ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნია "აქ­ვან­ტიკ კორ­პო­რე­ი­შენ­მა" ცოლ-ქმარ ბონ­ვენ­ტუ­რე­ბის­გან გა­მო­გო­ნე­ბის პა­ტენ­ტის ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლი მფლო­ბე­ლო­ბის უფ­ლე­ბა მი­ზე­რულ თან­ხად, ერთ მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა, და­სავ­ლე­თის პრე­სამ დი­დი სკან­და­ლი ატე­ხა, მაგ­რამ "ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის პრინ­ცი­პით" შექ­მ­ნი­ლი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა არას­დ­როს დაწყე­ბუ­ლა. პენ­ტა­გონ­მა პა­ტენ­ტი შე­ის­ყი­და და შე­სა­ნიშ­ნა­ვი აღ­მო­ჩე­ნის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა მო­ახ­დი­ნა.

ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი ერ­თია, მაგ­რამ დღეს, დე­და­მი­წა­ზე, და­ბა­დე­ბი­დან ადა­მი­ა­ნი-ამ­ფი­ბი­ე­ბიც არ­სე­ბო­ბენ. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ჟურ­ნა­ლის­ტ­თა ჯგუ­ფი აპა­რა­ტე­ბი­სა და მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­რე­შე ზღვის ფსკერ­ზე და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ჩას­ვ­ლის მომ­ს­წ­რე გახ­და. ფი­ლი­პი­ნე­ბის კუნ­ძულ ლუ­სინ­ზე მცხოვ­რებ­მა მე­ბა­დურ­მა, ლო­ის პა­კი­ნომ სხე­უ­ლი ქო­ნით გა­ი­პო­ხა, რა­თა 60 მეტ­რის სიღ­რ­მე­ზე არ გა­ყი­ნუ­ლი­ყო, ხელ­ში 20-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ქვა აიღო და კი­ნო და ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბის ზუ­ზუ­ნის თან­ხ­ლე­ბით, ნა­ვის კი­ჩო­დან ზღვა­ში გა­დახ­ტა. გა­ვი­და ერ­თი წუ­თი, ორი, სა­მი, ოთხი... ათი წუ­თის შემ­დეგ იახ­ტის ბა­ქან­ზე შეკ­რე­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად შეშ­ფოთ­დ­ნენ, მაგ­რამ პა­კი­ნოს მე­გობ­რებ­მა ისი­ნი არ­ხე­ი­ნად და­ამ­შ­ვი­დეს: "ა­რა­ფე­რია... რად­გან ლო­ისს არ ამო­უყ­ვინ­თავს, მა­შა­სა­და­მე, ჯერ არ სურს ამოს­ვ­ლა..." რო­გორ გგო­ნი­ათ, შიშ­ველ­მა მყვინ­თავ­მა 60 მეტ­რის სიღ­რ­მე­ზე რამ­დენ ხანს დაჰ­ყო? სრუ­ლი 55 წუ­თი! ეს ფაქ­ტი ათო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტ­მა დო­კუ­მენ­ტუ­რად და­ა­დას­ტუ­რა და ხე­ლი მო­ა­წე­რა.

კუნ­ძულ ლუ­სი­ნის მკვიდ­რი ადა­მი­ა­ნი-ამ­ფი­ბი­ის შე­სა­ხებ სენ­სა­ცი­ურ­მა რე­პორ­ტაჟ­მა, მსოფ­ლი­ოს ასო­ბით სა­მეც­ნი­ე­რო და სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლი მო­ი­ა­რა. ფაქ­ტი ამე­რი­კის მყვინ­თავ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­მაც შე­ის­წავ­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტ­თა წრე­ებ­ში ცნო­ბილ ადა­მი­ან­თა მტკი­ცე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამე­რი­კე­ლებ­მა რე­პორ­ტაჟ­ში აღ­წე­რი­ლი ამ­ბა­ვი არ და­ი­ჯე­რეს: "სი­სუ­ლე­ლეა... თით­ქ­მის ერ­თი სა­ა­თი სუნ­თ­ქ­ვის გა­რე­შე, თა­ნაც - ასეთ სიღ­რ­მე­ზე! ალ­ბათ მო­ხერ­ხე­ბულ ფი­ლი­პი­ნელს ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე ჟან­გ­ბა­დის რამ­დე­ნი­მე ბა­ლო­ნი ჰქონ­და გა­და­მა­ლუ­ლი..."

ამე­რი­კე­ლებ­მა ფი­ლი­პი­ნებ­ზე ირო­ნი­უ­ლი წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნეს და სა­პა­სუ­ხოდ მიწ­ვე­ვა მი­ი­ღეს: მათ პა­კი­ნოს ყვინ­თ­ვის სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხილ­ვას სთა­ვა­ზობ­დ­ნენ. ამე­რი­კე­ლე­ბი კუნ­ძულ­ზე, რა თქმა უნ­და, აკ­ვა­ლან­გე­ბით, ძლი­ე­რი ფარ­ნე­ბით, წყალ­ქ­ვე­შა გა­და­ღე­ბის კი­ნო­კა­მე­რე­ბი­თა და სხვა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით სრუ­ლად მო­მა­რა­გე­ბულ­ნი ჩა­ვიდ­ნენ. უცხო­ე­ლი სკეპ­ტი­კო­სი სტუმ­რე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად, პა­კი­ნომ მო­ინ­დო­მა, სა­კუ­თა­რი რე­კორ­დი გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა და წყალ­ქ­ვეშ 65 წუ­თი დაჰ­ყო! ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი კა­მე­რით უწყ­ვე­ტად გა­და­ღე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ხო­ლო ქრო­ნო­მეტ­რე­ბი­თა და სა­ა­ვა­რიო ბა­ლო­ნე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ორი აკ­ვა­ლან­გის­ტი მყვინ­თავს გვერ­დი­დან ერ­თი წა­მი­თაც არ მო­შო­რე­ბია.

ამ ფე­ნო­მე­ნის არ­სი რა­ში მდგო­მა­რე­ობს? ექი­მებ­სა და იქთი­ო­ლო­გ­ებს ლო­ის პა­კი­ნოს სა­ი­დუმ­ლოს ახ­ს­ნა არ შე­უძ­ლი­ათ. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ მყვინ­თა­ვის ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "ხმე­ლე­თის ბი­ნა­და­რი" ადა­მი­ა­ნის­გან არაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ფე­ნო­მე­ნის ახ­ს­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად ნორ­ვე­გი­ე­ლი პრო­ფე­სო­რი, პი­ტერ შო­ლან­დე­რი მი­უ­ახ­ლოვ­და. "ცნო­ბი­ლია, რომ კა­შა­ლო­ტი ერ­თი ჩა­სუნ­თ­ქ­ვით კი­ლო­მეტ­რ­ზე მეტ სიღ­რ­მე­ზე ჩა­დის და იქ ერ­თი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩერ­დე­ბა. 25-მეტ­რი­ა­ნი არ­სე­ბა ცხო­ველ­მოქ­მე­დე­ბას ამ­გ­ვარ წარ­მო­უდ­გე­ნელ პი­რო­ბებ­ში რო­მე­ლი რე­სურ­სის ხარ­ჯ­ზე ახერ­ხებს? რო­გორ ძლებს სუნ­თ­ქ­ვის გა­რე­შე? "კა­შა­ლო­ტის ფე­ნო­მე­ნის" შეს­წავ­ლის შემ­დ­გომ იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვე­დით, რომ ჩაყ­ვინ­თ­ვის დროს გი­გან­ტის კუნ­თე­ბი იმ ენერ­გი­ის ხარ­ჯ­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც ჟან­გ­ბა­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე გლუ­კო­ზის რძის მჟა­ვად გარ­დაქ­მ­ნის პრო­ცეს­ში გა­მო­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა", - ამ­ბობს მეც­ნი­ე­რი.

შო­ლან­დე­რი დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ვ­ლევ­და ცე­ი­ლო­ნელ და ავ­ს­ტ­რა­ლი­ელ მარ­გა­ლი­ტის მა­ძი­ე­ბელ­თა სის­ხ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბას და სა­ბო­ლო­ოდ იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვი­და, რომ ადა­მი­ა­ნი გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ისე­თი­ვე ანა­ე­რო­ბულ მე­ქა­ნიზმს ფლობს, რო­გო­რიც კა­შა­ლოტს აქვს. გა­მოც­დილ მყვინ­თავ­თა სის­ხ­ლ­ში, რომ­ლე­ბიც წყალ­ქ­ვეშ დიდ­ხანს და ხში­რად იმ­ყო­ფე­ბი­ან, რძის მჟა­ვას მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გარ­კ­ვე­ულ პი­რო­ბებ­ში, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს, სხე­უ­ლის ქსო­ვი­ლე­ბის ენერ­გი­ით უჟან­გ­ბა­დოდ მო­მა­რა­გე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა შე­უძ­ლია. ნორ­ვე­გი­ე­ლი მეც­ნი­ე­რის აზ­რით, თუ ადა­მი­ა­ნი ამ თვი­სე­ბის სრუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას შეძ­ლებს, იგი ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე 24 სა­ათს დაჰ­ყოფს.

ნა­ტო მან­ჯა­ვი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს