თვალის მოძრაობა ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანს გასცემს

თვალის მოძრაობა ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანს გასცემს

ბრიტანელმა მეცნიერებმა რევოლუციური ტესტი შეიმუშავეს, რომელსაც ადამიანში ფსიქიკური გადახრის დემონსტრირება თვალის მოძრაობის ანალიზზე დაყრდნობით შეუძლია.

თეორია, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანები ანომალურად უყურებენ ნივთებს, მანამდეც არსებობდა.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მათ შიზოფრენიის ბიპოლარული აშლილობისგან და მძიმე დეპრესიისგან გარჩევა შეუძლიათ. პრინციპი შემდეგშია: კამერები პაციენტის თვალის მოძრაობას აკვირდებიან, რომელიც კომპიუტერის ეკრანს შესცქერის. როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, შიზოფრენიით დაავადებულები ხანგრძლივი დროით აჩერებენ მზერას განსაზღვრულ წერტილებზე, მაგრამ მთლიანობაში, მთელი სურათს ძნელად აღიქვამენ.

ბიპოლარულ აშლილობას ან მძიმე დეპრესიას თავისი თავისებურებები აღენიშნება. საქმე ის არის, რომ ამ სამი აშლილობის დიაგნოზის დასმისას ხშირად ცდებიან - ხანდახან სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. სისტემაზე მადჰუ ნაირი, ფილიპ ბენსონი და დევიდ სენტკლერი მუშაობენ. მათი თქმით, ტესტი ბიპოლარულ აშლილობას 95%-იანი სიზუსტით ადგენს. და ამას მხოლოდ 30 წუთი სჭირდება. სისტემა შესაძლოა, პრაქტიკაში უახლოეს წლებში დანერგონ.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს