1998, 2001 და 2005 წელს განხორციელებულმა რეფორმებმა, როგორც ჩანს, სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. თუმცა, ამჯერადაც გაურკვეველია რამდენად ნაყოფიერი იქნება რეფორმის განხორციელების პროცესი, რადგან ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვის დონეზე, რეფორმასაც და მის ფარგლებში შემუშავებულ კანონპროექტსაც უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რეფორმის აუცილებლობა არსებულმა რეალობამ განაპირობა. კერძოდ, ნებისმიერი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხი ცენტრალური ხელისუფლების დონეზე წყდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურული და მინიციპალიტეტებთან დაკავშირებული საკითხები, რაც ევროპულ ქარტიას ეწინააღმდეგება.
რეფორმის განხორციელების შემდეგ კი, მაგალითად, საჩხერის რაიონის რომელიმე პატარა სოფელში სარწყავი არხის გასაყვანად, გლეხებს თბილიში არაერთხელ ჩამოსვლა განცხადების დასაწერად და ნებართვის მისაღებად აღარ მოუწევთ.
იხილეთ სრულად: ვარიაციები თვითმმართველობის რეფორმაზე