ევროპული სასახლეების ასლები ჩინეთში

ევროპული სასახლეების ასლები ჩინეთში

ქალაქ ჩუნცინს ხშირად ჩინეთის "მეორე დედაქალაქს" უწოდებენ - აქ წარმატებული ეკონომიკა, განვითარებული ინფრასტრუქტურა, ლამაზი ბუნება და ბევრი ისტორიული ღირსშესანიშნაობა. ამასთან, ღირსშესანიშნაობების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რადგან ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით კოშკებს აგებენ. არქიტექტურული ძეგლები 59 წლის მილიარდერის, ლიუ ჩონღუას ინიციატივით შენდება.

ლიუ ჩონღუამ ცნობადობა საკუთარი არაორდინალური ჰობის წყალობით მოიპოვა - იგი ცნობილი ევროპული სასახლეების "ანალოგებეს" აშენებს.

ჩონღუა ევროპული არქიტექტურის ნამდვილი ექსპერტია, იგი დარწმუნებულია, რომ ჩინეთში ძალიან ბევრი ერთნაირი მაღალი შენობაა, ამიტომ თვალის გასახარებელი ციხესიმაგრეების აგება აუცილებელია.

უკვე რეალიზებულ პროექტებს შორისაა - ვინძორის სასახლე, თითქმის ისეთივე, როგორც დიდ ბრიტანეთში, მხოლოდ იმ სხვაობით, რომ მას გარშემო არა ტყე, არამედ ბრინჯის მინდვრები აკრავს.

ბიზნესმენმა ალადინზე დისნეის მულტფილმის სასახლის აღდგენაც შეძლო, წითელი აგურით აგებული შენობა ზღაპრულად გამოიყურება. კიდევ ერთი შენობა - ნოიშვანშტაინის სასახლეა. ბავარიის მეფე ლუდვიგ II-ის რომანტიკული სასახლის ასლი შთამბეჭდავად გამოიყურება: თეთრი კედლები ფერადი კოშკებითაა დაგვირგვინებული, რომელიც ანსამბლს სადღესასწაულო იერს აძლევს.

ერთი შეხედვით ლიუ ჩონღუას პროექტები - შეშლილი ფანტაზიებია, მაგრამ ამ შეძლებულმა ადამიანმა ყველას დაუმტკიცა, რომ მათი რეალობაში განხორციელება შესაძლებელია. თავად იგი ღარიბ ოჯახში დაიბადა, მაგრამ ბავშვობაში ჯადოსნურ ციხესიმაგრეებზე ზღაპრები უყვარდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს