გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში 100 ოჯახს სახლი დაკეტილი აქვს

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში 100 ოჯახს სახლი დაკეტილი აქვს

ქარელის რაიონის სოფელ ატოცში 100-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაკეტილი აქვს. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მარინა ქოჩიაშვილის განცხადებით, ზამთრის პირობებში სოფელი თითქმის დაცლილია. აღნიშნული 100 ოჯახიდან უმრავლეობა ზაფხულობითაც კი არ ჩადის სოფელში. ატოცი ქარელიდან 27 კმ-ზე, გამყოფ ხაზთან სიახლოვეს მდებარეობს.

"მოხუცები ვინც იყვნენ, გარდაიცვალნენ. მათი შვილებიც თითქმის აღარ არიან. შვილიშვილები კი არ ჩამოდიან. წუხანდელი თოვლი უკვე პრობლემებს ქმნის, თუ დღესაც გაგრძელდა თოვა, შეიძლება მოძრაობა სრულად ჩაიკეტოს" - აღნიშნა მარინა ქოჩიაშვილმა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა გამოსაზამთრებლად 200 ლარიან დახმარებას იღებს. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა გულიაშვილის თქმით, დახმარებით მხოლოდ ის ოჯახი ისარგებლებს, რომელიც ზამთრის თვეებს აღნიშნულ სოფლებში გაატარებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა