რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ხა­რის­ხი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ხა­რის­ხი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ფეხ­საც­მე­ლი სწო­რად, ამის შე­სა­ხებ დი­ზა­ი­ნე­რი გუ­რან­და ცერ­ც­ვა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- თუ სქელი კო­ჭე­ბი გაქვს, ნუ შე­ი­ძენ ფეხ­საც­მელს, რო­მელ­საც კოჭ­ზე გა­და­ჭე­რი­ლი თას­მა აქვს. ასეთ დროს კო­ჭი უფ­რო დი­დიც ჩანს და ყუ­რადღე­ბა­საც იქ­ცევს. მოკ­ლე ფე­ხებს კი ღია მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი უხ­დე­ბა - ის ფეხს უფ­რო მა­ღალს და თხელს გა­მო­ა­ჩენს. სი­მაღ­ლის ილუ­ზი­ას ქ­მ­ნის ცო­ტა­თი წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლიც. თუ ფარ­თო ტერ­ფი გაქვს, მრგვალ­ცხ­ვი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი თქვენ­თ­ვი­საა: თავ­საც კომ­ფორ­ტუ­ლა­დ იგ­რ­ძ­ნობ და ფე­ხიც ლა­მა­ზი და პა­ტა­რა გა­მოჩ­ნ­დე­ბა. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კა­ცებს: მა­მა­კაც­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სა­კუ­თა­რი სი­მაღ­ლე და ფე­ხის ზო­მა. თუ მა­მა­კა­ცი და­ბა­ლია და დი­დი ფე­ხე­ბი აქვს, ჯობს, არ­ჩე­ვა­ნი მრგვალ­ცხ­ვი­რა ფეხ­საც­მელ­ზე შე­ა­ჩე­როს. მა­ღა­ლი და სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის მა­მა­კა­ცის­თ­ვის მი­სა­ღე­ბია ფეხ­საც­მე­ლი ოდ­ნავ წაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი ცხვი­რით. ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი უმ­ჯო­ბე­სია და­ბა­ლი მა­მა­კა­ცის­თ­ვის - ასე­თი მო­დე­ლი მას უფ­რო მა­ღალ­სა და ტა­ნადს გა­მო­ა­ჩენს.

- რა უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ფეხ­საც­მ­ლის შე­ძე­ნი­სას?

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, შე­ა­მოწ­მეთ, რო­გო­რაა ძი­რი მი­მაგ­რე­ბუ­ლი ფეხ­საც­მელ­ზე. თუ ძი­რი მი­კე­რე­ბუ­ლია, ნა­კე­რი უნ­და იყოს თა­ნა­ბა­რი. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ რე­ზი­ნის­ძი­რი­ან და მყარ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს. სხვა­თა შო­რის ამ სე­ზონ­ზე მო­დუ­რია სპორ­ტუ­ლი სტი­ლის ფეხ­საც­მე­ლი რე­ზი­ნის ძი­რით. ასეთი ფეხ­საც­მ­ლით სი­ა­რუ­ლი კომ­ფორ­ტუ­ლია, რად­გან რე­ზი­ნი არ სრი­ა­ლებს.

- რის­გან უნ­და იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი?

- ფეხ­საც­მ­ლის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მა­სა­ლა მა­ინც ნა­ტუ­რა­ლუ­რი ტყა­ვია. ში­და ძი­რის ტყა­ვის ფე­ნა ფეხს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ისუნ­თ­ქოს, სინ­თე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი კი ფორ­მას მა­ლე კარ­გავს, არც კომ­ფორ­ტუ­ლია და დიდ ხან­საც ვერ გემ­სა­ხუ­რე­ბათ.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს