3D პროგრამა, რომელიც გინეკოლოგს რთული მშობიარობის შესახებ აცნობებს

3D პროგრამა, რომელიც გინეკოლოგს რთული მშობიარობის შესახებ აცნობებს

უნივერსიტეტ East Anglia-ს მეცნიერებმა ახალი 3D კომპიუტერული პროგრამა შექმნეს, რომელიც ექიმს საშუალებას მისცემს, რთული მშობიარობისთვის შესაბამისად მოემზადოს და უეჭველი გართულება თავიდან აიცილოს.

პროგრამა ქალის სხეულის მოდელს განსაზღვრავს და გვიჩვენებს, რამდენად ადვილად გამოვა ჩვილი საშვილოსნოდან, რამდენად მზადაა ქალი ბუნებრივი მშობიარობისთვის და რა პოზაშია პატარა. ამასთან, ულტრაბგერითი ანალიზით ჩვილის თავის ქალისა და სხეულის, ასევე დედის მენჯის გეომეტრიული მოდელის შექმნაა შესაძლებელი. როგორც ექიმი რუდი ლაპეერი ამბობს, "გინეკოლოგსა და ბებიაქალს წინასწარ ეცოდინებათ, როგორ იმშობიარებს ქალი და ამას კომპიუტერის ეკრანზე ნახავენ. ვფიქრობთ, პროგრამა საშუალებას მოგვცემს, ყოველგვარი არასტანდარტული სიტუაცია თავიდან ავირიდოთ და საკეისრო კვეთის აუცილებლობა რამდენიმე საათით ადრე განვსაზღვროთ".

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: - ავტომექანიკოსმა რთული მშობიარობის შესამსუბუქებელი მოწყობილობა შექმნა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს