"ახლა გახდნენ "ნაციონალები" მშვიდობისმყოფელები? 7 ნოემბერი და 26 მაისის ჯალათებო!" - რას პასუხობს ეკა ხერხეულიძე ბრალდებებს

"ახლა გახდნენ "ნაციონალები" მშვიდობისმყოფელები? 7 ნოემბერი და 26 მაისის ჯალათებო!" - რას პასუხობს ეკა ხერხეულიძე ბრალდებებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ბრალდებებს პასუხობს.

"ქოცების" საოცარ კომენტარებს ვკითხულობ - "ახლა გახდნენ "ნაციონალები" მშვიდობისმყოფელები? 7 ნოემბერი და 26 მაისის ჯალათებო!"

სხვებისგან განსხვავებით არასდროს ვკადრულობ პოლიტიკურ კეკლუცობას და არ ვეძებ თქვენთვის მოსაწონ სიტყვებს. ამიტომ, გიმეორებთ ასგზის ნათქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ძალის გადამეტებას ორივე შემთხვევაში ქონდა ადგილი, რამაც საბოლოო ჯამში სახელმწიფო დააზიანაა, თქვენ თუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და ევროპული ღირებულებების დაცვაში განსხვავებას ვერ ნახულობთ, გაცილებით დიდი პრობლემა გქონიათ, ვიდრე წარმომედგინა. უკაცრავად, თუ არკადი პატარკაციშვილის ულვაშების ჩანაფიქრს გასაქანი არ მივეცით და მისი ვნებების დასაცხრობად სახელმწიფო ფეხებთან არ გაუწვა ჩრდილოეთის დირექტივებს, რაც მოგვიანებით კომბლებით და მოლოტოვის კოქტეილებით აღჭურვილმა ბადრი ბიწაძემ GRU-სთან შეთანხმებით ხელმეორედ სცადა.

რაღაც არ მახსენდება დასავლური ღირებულებების დასაცავად გამოსულიყო ოპოზიცია, (კრემლში რიგები კი ნამდვილად მახსოვს) და ეს რომ ასე არ იყო, დღევანდელი დღეც ცხადყოფს - სრული თავისუფლება აქვს იმავე ოპოზიციას და დღეს უკვე ხელისუფლებას ხმამაღლა დაიცვას უკრაინელი ხალხის თავისუფალი ნება, მაგრამ კრინტი არ დაგიძრავთ თავგანწირული ხალხის სოლიდარობისთვის", - წერს ხერხეულიძე.

შეგახსენებთ, 2007 წლის ნოემბერში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი განპირობებული იყო მოვლენებით, რომლებიც 3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო საპროტესტო აქციას უძღოდა წინ. აქცია დასრულდა პოლიციის მიერ ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

2011 წლის მაისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილმა, კერძოდ სახალხო კრებამ თბილისსა და ბათუმში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო - მომიტინგეები მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ. აქციებს ძირთადად მიტინგის სახე ჰქონდა და მიმდინარეობდა 21 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, თბილისში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მის დარბევამდე. 26 მაისის აქციის დაშლისას 2 ადამიანი გარდაიცვალა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს