სრულფასოვნად მომუშავე სინთეტიკური გული გამოიგონეს

სრულფასოვნად მომუშავე სინთეტიკური გული გამოიგონეს

გამომგონებლებმა სრულფასოვნად მომუშავე სინთეტიკური გული შექმნეს. ხელოვნური გული კოსმოსური ტექნოლოგიების მედიცინასა და ბიოლოგიაში ინტეგრაციის შედეგია. გულის შექმნას 15 წელი დასჭირდა. პირველად იგი ფრანგ პაციენტებზე გამოსცადეს.

გულის შექმნის სამუშაოს პროფესორი ალეინ კარპენტე ხელმღვანელობდა. კოსმოსური ტექნოლოგიების გამოყენება იმ მიზეზით გადაწყდა, რომ ისინი გრძელვადიანია, გამძლეა და მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. შედეგად გული აერთიანებს ორგანულ მასალებს, ბიოლოგიურ ქსოვილებს და ნაწილების შემცირებული ასლებს, რომლებიც თანამგზავრების მშენებლობისას გამოიყენება.

გადანერგვის საჭიროების მქონე ადამიანის ორგანიზმში შექმნილი პირობები რთულია, ისევე როგორც კოსმოსში. გული სარქველების წელიწადში 35 მილიონ გახსნასა და დახურვაზეა გათვლილი. გულის ვარგისიანობის საერთო ვადა - მინიმუმ 5 წელია. სპეციალისტების თქმით, ხელოვნურ გულს აღნიშნული ორგანოს გადანერგვის გაუთავებელი ლოდინის ამოფხვრა მთლიანად შეუძლია.

მომზადებულია meddaily.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს