გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელი დაკითხეს

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელი დაკითხეს

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გოგა ანჩაბაძე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხეს. მისი დაკითხვა ამ დრომდე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ხერხდებოდა.

"ანჩაბაძის დაკითხვა მოხდა როგორც დაზარალებულის, ხოლო იგი, როგორც ბრალდებული, ჯერ არ დაუკითხავთ. საქმე პროკურატურას გადაეცა, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ დაუკითხავს", - აცხადებს ანჩაბაძის ადვოკატი ალექსანდრე თაფელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გოგა ანჩაბაძეს მეგობრის ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობისათვის ამ უკანასკნელის ქმარმა კონსტანტინე გულორდავამ სცემა და მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა